Lagoon Resort-ი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
Lagoon Resort განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

პროექტის მასშტაბური გაფართოების ფარგლებში იწყება განვითარების მეორე ფაზა, რომელიც რეზორტს ახალ სივრცეებს, გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურასა და მრავალფეროვან საცხოვრებელ და დასასვენებელ გამოცდილებას შესძენს.

Lagoon Resort-ის ტერიტორია 20,000 კვადრატულ მეტრს გადააჭარბებს და გააერთიანებს საცხოვრებელ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებს, ველნეს ობიექტებსა და 40-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ კომპონენტს, რომლებიც სტუმრების საჭიროებებზე იქნება მორგებული.

წყალი რეზორტის გამოცდილების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ელემენტად იქცევა. ახალი კონცეფცია ხუთ განსხვავებულ წყლის სივრცეს მოიცავს - ქვიშიანი სანაპიროსა და თბილი მარილიანი წყლის მქონე აუზიდან დაწყებული, მთელი წლის განმავლობაში კომფორტისა და განტვირთვისთვის განკუთვნილი დახურული საცურაო აუზით დასრულებული.

პროექტში წარმოდგენილი იქნება Hilton - ის ერთ-ერთი მაღალი კლასის სასტუმრო ბრენდი. პროექტის Hospitality მიმართულების საკონსულტაციო და მართვის მომსახურებებს HSC Group Hospitality ახორციელებს.
განვითარების მომდევნო ეტაპის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა იქნება Wellbeing & Recovery Centre - 2,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული სივრცე, რომელიც რელაქსაციასა და საკუთარ თავზე ზრუნვას მიეძღვნება წლის ნებისმიერ სეზონზე.

Lagoon Resort კიდევ უფრო დინამიურ დანიშნულების ადგილად ყალიბდება - მეტი ტერიტორია, მეტი შესაძლებლობა და მეტი სერვისი, რომელიც უშუალოდ რეზორტის გარემოში იქნება ინტეგრირებული.
მალე Lagoon Resort-ის შესახებ ახალ დეტალებს გაგიზიარებთ.

სხვა სიახლეები
Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - დეტალები
14.07.2026.17:35
Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში სტარბაქსი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის ერთ-ერთი ბრენდი, რომელსაც ფლობს Alshaya ჯგუფი. Alshaya ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქუვეითური ჯგუფი, რომელიც ფლობს ევრაზიაში და არამარტო კიდევ უფრო მეტ რეგიონში სტარბაქსის გენერალურ ფრანჩიზას შესაბამისად, მხოლოდ ამ კომპანიას აქვს უფლება ჩვენს რეგიონში გახსნას სტარბაქსი. სტარბაქსთან ერთად კომპანიას აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიც არის მაგალითად H&M, Victoria's Secret, Shake Shack
და ბევრი სხვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა ჩვენ სტარბაქსით და არ
შემოვიფარგლებით. კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიც მაგალითად არის Primark-ი. რაც შეეხება მნიშვნელობას, ეს კომპანია არის დაახლოებით 30 მილიარდის ღირებულების შესაბამისად, ესეთი კომპანიის დაინტერესება საქართველოთი არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე თუ შევხედავთ თვითონ ბრენდს ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ მაღალმხარჯველიანი ტურისტები მოვიზიდოთ, ამიტომ როდესაც საუბარია სერვისებზე და სხვადასხვა ტიპის ბრენდებზე რა თქმა უნდა სტარბაქსი არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რომელიც განვითარებულ ქალაქებს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს და მოხარულები ვართ რომ თბილისი უკვე ამ რიგებს შეუერთდა.
იქედან გამომდინარე, რომ კომპანია უკვე პირველივე კვირას ხედავს რომ წარმატებულია და ხალხმა იცის ბრენდი, ვგეგმავთ აუცილებლად კომპანიასთან ერთად ვიმუშაოთ ახალ ლოკაციებზე, ახალ ქალაქებზე და ამის შესახებ ალბათ ძალიან მალე გაგაგებინებთ“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.