„ლაიმი“ ბათუმში ახალ ფილიალს ხსნის
„ლაიმი“ ქალაქ ბათუმში ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს საკონდიტროს დამფუძნებელმა, ქრისტინე ბუბუნაშვილმა განუცხადა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ჩვენთვის მიმდინარე პერიოდი განსაკუთრებით აქტიური და მნიშვნელოვანი ეტაპია. კომპანია განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა - ვხსნით ახალ ფილიალს ბათუმში, რაც ჩვენს რეგიონულ გაფართოებასა და მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომობას ნიშნავს.
ეს ნაბიჯი არა მხოლოდ გეოგრაფიულ ზრდას, არამედ ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებასაც ემსახურება, რადგან ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი და ტურისტულად დატვირთული ქალაქია საქართველოში.

როგორია ამჟამინდელი ასორტიმენტი - ხომ არ გაფართოვდა პროდუქციის ხაზი ან დაემატა ახალი პროდუქტები?
ბოლო პერიოდში ჩვენი ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მომხმარებლის მოთხოვნებისა და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, დავამატეთ ახალი პროდუქტები და გავამრავალფეროვნეთ არსებული ხაზები.
დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ ბევრად უფრო ფართო არჩევანი, რაც მოიცავს როგორც პოპულარულ, ისე ახალ, ინოვაციურ პოზიციებს.

როგორ აფასებთ მომხმარებელთა ინტერესსა და მოთხოვნას - რამდენად მზარდია ტენდენცია?
მომხმარებელთან ინტერესი ჩვენს პროდუქტებზე სტაბილურად მზარდია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იგრძნობა ბოლო პერიოდში, როდესაც ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ხარისხიან და მრავალფეროვან პროდუქციაზე.

რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას, განსაკუთრებით გაფართოებისა და
განვითარების მიმართულებით?
კომპანიის განვითარების სტრატეგია მოიცავს როგორც გეოგრაფიულ გაფართოებას, ისე პროდუქციისა და სერვისის მუდმივ გაუმჯობესებას. ბათუმში ფილიალის გახსნა ამ სტრატეგიის პირველი ეტაპია რეგიონული განვითარების მიმართულებით.
სამომავლოდ ვგეგმავთ:
• ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას;
• მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას;
• ლოგისტიკისა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას, რათა პროდუქცია უფრო სწრაფად და ეფექტურად მივაწოდოთ მომხმარებელს.

ჩვენი მიზანია, კომპანია ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართო არჩევანის მქონე და მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი ქვეყანაში.
ინფორმაციისთვის: საკონდიტროს მისამართებია: თბილისი, ბახტრიონის ქ. N11 ბ და აბაშიძის ქ. N35. სამუშაო საათებია ყოველდღე 10:00–22:00.
სხვა სიახლეები
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
14.08.2026.20:18
საქართველოს ბანკმა პარასპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”
ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
კამპანიაში გამორჩეული ქართველი პარაჩემპიონები მონაწილეობენ, რომელთა შორის არიან გიგა ოჩხიკიძე, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნატა ოჩიგავა, ლიკუნა ჩაჩიბაია, ზაკო მუშკუდიანი.
„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ.
სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.