მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0012
flag
AZN 1.5464
-0.0003
flag
CNY 38.817
0.0007
flag
EUR 2.9975
-0.0009
flag
GBP 3.5122
-0.0017
flag
KZT 56.04
-0.0017
flag
TRY 0.0556
-0.0001
flag
USD 2.6285
-0.0005
news banner

„ლაიმი“ განვითარებას აგრძელებს - კომპანიამ ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა

news image
mbc image

„ლაიმი“ განვითარებას აგრძელებს - კომპანიამ ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა. პროექტში დაახლოებით 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საკონდიტროს დამფუძნებელმა, ქრისტინე ბუბუნაშვილმა, განუცხადა.

კომპანია ბათუმში ახალ ფილიალს ხსნის. რატომ შეარჩიეთ გაფართოებისთვის
სწორედ ბათუმი და რას შესთავაზებს ახალი სივრცე მომხმარებლებს?

„ლაიმის” ბათუმში გახსნა ბუნებრივი ნაბიჯი იყო ჩვენი განვითარების პროცესში. წლების განმავლობაში ძალიან ბევრ შეტყობინებას ვიღებდით ბათუმელი მომხმარებლებისგან, რომლებიც გვთხოვდნენ, რომ „ლაიმი“ მათ ქალაქშიც გაგვეხსნა. ეს მოთხოვნა მუდმივად იზრდებოდა.

ამასთან, ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ბაზარია საქართველოში, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ტურისტების ხარჯზე. ჩვენი დაკვირვებით, მიუხედავად ბაზრის პოტენციალისა, პრემიუმ ხარისხის საკონდიტრო პროდუქციის მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობდა თავისუფალი ნიშა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ბათუმში შესვლა, რათა ადგილობრივი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის, მუდმივად სტაბილური პროდუქტი და ისეთი მომსახურება, რომლითაც „ლაიმი“ ცნობილია. ჩვენი მიზანი იყო არა უბრალოდ ახალი ფილიალის გახსნა, არამედ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც მომხმარებლისგან მოდიოდა.

რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა ბათუმის ფილიალის გახსნაში და
როდის გეგმავთ მომხმარებლების მიღებას?

ბათუმის ფილიალის გახსნაში დაახლოებით 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს ინვესტიცია მოიცავს, როგორც სივრცის მოწყობასა და თანამედროვე აღჭურვილობას, ისე ყველა იმ დეტალს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ხარისხის სტანდარტის შესანარჩუნებლად.

მომხმარებლების მიღება უკვე დავიწყეთ, თუმცა ოფიციალური გახსნა 1 აგვისტოს გაიმართება. ამ ეტაპზე გვინდა, რომ პირველ სტუმრებსაც ვუმასპინძლოთ და მათთვის სრულყოფილი გამოცდილება შევქმნათ, ხოლო 1 აგვისტოს ბათუმის ფილიალის გახსნას ოფიციალურად აღვნიშნავთ.

განსხვავდება თუ არა ბათუმის ფილიალის კონცეფცია არსებული ობიექტებისგან?
რა სიახლეები და განსაკუთრებული შეთავაზებები იქნება ხელმისაწვდომი
მომხმარებლებისთვის?

„ლაიმის” კონცეფცია ბათუმშიც იგივე რჩება, რაც ჩვენს სხვა ფილიალებში - მომხმარებელს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის დესერტებს, ნატურალურ ინგრედიენტებსა და მაღალ სტანდარტს, რომელიც ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულებაა.

ამასთან, ბათუმის ფილიალს თავისი განსაკუთრებული ელემენტიც აქვს. სპეციალურად ამ ლოკაციისთვის მენიუში დავამატეთ რამდენიმე ადგილობრივი, ძალიან პოპულარული დესერტი, რათა ჩვენი შეთავაზება კიდევ უფრო ახლოს იყოს როგორც ბათუმელი მომხმარებლის, ისე ქალაქის სტუმრების გემოვნებასთან.

გვინდა, რომ ბათუმში მოსულ სტუმარს ერთ სივრცეში შევთავაზოთ როგორც „ლაიმის“ უკვე ცნობილი და საყვარელი დესერტები, ისე ახალი გემოები, რომლებიც ამ ქალაქთან ასოცირდება.

როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია ბათუმის შემდეგ? განიხილავთ თუ
არა ახალი ფილიალების გახსნას, ასორტიმენტის გაფართოებას ან სხვა
მიმართულებების განვითარებას?

ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე ბათუმის ფილიალის წარმატებით განვითარება და იმ ხარისხის შენარჩუნებაა, რომლითაც „ლაიმი“ მომხმარებელმა უკვე გაიცნო.

პარალელურად, მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის განახლებასა და გაფართოებაზე, რათა მომხმარებლებს ახალი და საინტერესო პროდუქტები რეგულარულად შევთავაზოთ.

რაც შეეხება ახალი ფილიალების გახსნას, განვითარების შესაძლებლობებს ყოველთვის განვიხილავთ, თუმცა გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბაზრის მოთხოვნისა და ჩვენი ხარისხის სტანდარტების გათვალისწინებით ვიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაფართოება, არამედ ის, რომ ყველა ახალ ფილიალში მომხმარებელმა მიიღოს ზუსტად იგივე ხარისხი და მომსახურება, რასაც „ლაიმისგან“ ელოდება.

ინფორმაციისთვის, ბათუმის ფილიალი მდებარეობს ვახტანგ გორგასლის #45-ში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

24.07.2026.12:35

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ბიზნესის წამოწყების კიდევ უფრო გასამარტივებლად, დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის ფილიალებში ახალი სერვისით ისარგებლონ და კიდევ უფრო გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა:

• ფიზიკური პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ ინდ.მეწარმეებად
• ფიზიკურ პირებს ან ინდ.მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, დაარეგისტრირონ საკუთარი ბიზნესი.

თიბისის ფილიალებში მისული მომხმარებლები, ერთი ვიზიტით, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, ანგარიშის გახსნას და ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების აქტივაციასაც შეძლებენ. ეს კი, მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

სიახლით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია იმის მიუხედავად, არის თუ არა ის თიბისის მომხმარებელი. თუ პირი თიბისის მომხმარებელი ჯერ არ არის, შესაძლებლობა აქვს, ფილიალშივე გახსნას ანგარიში და იმავე ვიზიტის ფარგლებში, დაარეგისტრიროს ბიზნესი.

სერვისი ამ ეტაპზე, თბილისში, თიბისის 20-მდე ფილიალშია ხელმისაწვდომი. უახლოეს მომავალში კი, ბიზნესის რეგისტრაცია უკვე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი.

ბიზნესის დარეგისტრირების სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე იმ ფილიალების სრული ჩამონათვალის სანახავად, სადაც აღნიშნული სერვისით სარგებლობაა შესაძლებელი, ეწვიეთ ბმულს:  

https://tbcbank.ge/ka/business/registration-at-tbc-branches

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა