მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლაიონ ტრანსი IAA-ს “Official Market Alliance”-ს წევრია საქართველოში

news image
mbc image

ლაიონ ტრანსი IAA-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. რაც ნიშნავს, რომ IAA-ს აუქციონებზე მომხმარებლებისათვის სასურველი ავტომობილის შერჩევა და შეძენა კიდევ უფრო კომფორტული გახდება, იმ ბენეფიტების გათვალისწინებით, რასაც აღნიშნული თანამშრომლობა მოიაზრებს.

IAA არის ავტომობილების აუქციონის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია აშშ-ში, რომელიც განაგრძობს ზრდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ლაიონ ტრანსი კი მათ “Official Market Alliance”-ს წარმოადგენს, რაც კომპანიას ავტორიზაციას ანიჭებს მართოს IAA-ს აუქციონის ცენტრები საქართველოში.

აღნიშნული თანამშრომლობითი ურთიერთობის მიზანია ორივე კომპანიის ბაზრის წილის ზრდა საქართველოში, კომპანიის გლობალური ცნობადობის ამაღლების პარალელურად. ასევე მთავარი მიზანია გაყიდვების ზრდა, მომხმარებელთა არეალის გაფართოება, კომფორტული და მარტივი გარემოს შექმნა ამერიკის აუქციონიდან ავტომობილის შესაძენად.

„ჩვენ მოხარული ვართ, გავზარდოთ IAA-ს წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ევროპაში და კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო მომხმარებელთა არეალი. ლაიონ ტრანსს 15 წელია ბაზარზე წამყვანი პოზიცია უჭირავს და ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ კომპანიას ამ რეგიონში B2B და B2C მომხმარებლების საჭიროებების დაკმაყოფილებაში.“ - აღნიშნა მეგან ო’მალიმ, IAA-ს Marketplace Demand-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

შექმნილი სტრატეგიული ალიანსის მთავარი პრიორიტეტია IAA-ს აუქციონზე ავტომობილების შეძენის გამოცდილების გაუმჯობესება და ეფექტური სერვისის უზრუნველყოფა, როგორც B2B, ასევე B2C პარტნიორებისათვის.

„ჩვენ მოუთმენლად ველით IAA-სთან ერთად სამუშაო პროცესებში ჩართვას, რათა ჩვენი მომხმარებლებისათვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში მანქანების ყიდვისა და იმპორტის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გავხადოთ. ამ ახალი საბაზრო ალიანსის საშუალებით, IAA საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შეიძინონ ავტომობილები, რომლებიც შეესაბამება მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და პრეფერენციებს.“ - განაცხადა Lion Trans-ის დამფუძენებლმა, რატი ლომიამ.

რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, ლაიონ ტრანსი გეგმავს მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო მეტი ბენეფიტების შექმნას, რათა ავტომობილის შეძენისა და ტრანსპორტირების გამოცდილება მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გახდეს. იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში IAA-ს აუქციონის ცენტრების გახსნა, რაც ავტომობილის შესყიდვის პროცესს საქართველოს მასშტაბით გახდის ხელმისაწვდომს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა