მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

“ლაიონ ტრანსი” წამახალისებელ გათამაშებას მართავს!

news image
mbc image

“ლაიონ ტრანსი” მომხმარებლებისა და პარტნიორების წახალისების მიზნით, 1 ოქტომბრიდან, მრავალფეროვან და საინტერესო გათამაშებას იწყებს, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, სამი თვის განმავლობაში, სხვადასხვა პრიზი მოიგო!

ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციებიდან გამომდინარე, გათამაშების მიზანი მომხმარებლებისათვის მომავლის ავტომობილზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. გათამაშებაში მონაწილეობით შესაძლებლობა გაქვს მრავალფეროვან პრიზებთან ერთად, მთავარი, ეკომეგობრული ავტომობილი VW ID.4 და Honda M-NV მოიგო, რომელიც ნულოვანი გამონაბოლქვითა და საწვავის განულებული ხარჯით, უკეთესი და უფრო მწვანე მომავლის საწყისია.

წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება მარტივია - ის, ვინც გათამაშების პერიოდის განმავლობაში  შეუკვეთავს ავტომობილს და ისარგებლებს “ლაიონ ტრანსის” სერვისით, ავტომატურად მოხვდება მონაწილეთა შორის. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი.

თუ ავტომობილის შეძენას ფიქრობ და ჯერ არ იცი სად შეიძინო, ზუსტად ახლა არის სწორი დრო გადაწყვეტილების მისაღებად. წამახალისებელი გათამაშება შესაძლებლობას გაძლევს მოემზადო ცვლილებებისათვის, გადმოხვიდე მომავლის ავტომობილზე და ფეხი აუწყო ელექტრო რევოლუციას.

გათამაშება სამი ეტაპისგან შედგება - სამი თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ, ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში გათამაშდება პრიზები, რომელთა შორისაა უახლესი სმარტფონები, საწვავის ვაუჩერები, მოპედები და რაც მთავარია - ელექტრო ავტომობილები!

“ლაიონ ტრანსი” უკვე 15 წელია, ზრუნავს მომხმარებელთა კომფორტსა და სიმშვიდეზე. კომპანია ორიენტირებულია სერვისის სისწრაფეზე, საუკეთესო ფასსა და სანდოობაზე, რასაც დიდწილად განაპირობებს პარტნიორების სიმრავლე, კარგი დაზღვევა და პროფესიონალთა გუნდი. საკუთარი სტრატეგიულად მდებარე საწყობები ამერიკაში, TOP გადამზიდი პარტნიორები და ტერმინალი ფოთში კი, ავტომობილების ტრანსპორტირების პროცესის სისწრაფისა და ეფექტურობის გარანტია.

ისარგებლე შესაძლებლობით მოიგო განსხვავებული პრიზები, და რაც მთავარია, უახლესი მომავლის ავტომობილი. გვადევნე თვალი და არ გამოტოვო შანსი, გახდე გამარჯვებული. წამახალისებელი გათამაშებები გაიმართება 5 ნოემბერს, 5 დეკემბერსა და 5 იანვარს, 20:00-ზე “ფორმულას” პირდაპირ ეთერში და “ლაიონ ტრანსის” იუთუბ არხზე. 

გაეცანი გათამაშების წესებსა და პირობებს

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი და გათამაშების პერიოდში შეუკვეთავენ ავტომობილს და ისარგებლებენ “ლაიონ ტრანსის” სერვისით.


✧ თითოეულ მომხმარებელს, რომელიც შეუკვეთავს ავტომობილს, ენიჭება უნიკალური კოდი;
✧ მომხმარებელი მონაწილეობას იღებს იმ თვის გათამაშებაში, რომელ თვეშიც შეიძინა ავტომობილი;
✧ ავტოდილერი ვალდებულია, მიუთითოს ბილეთს იმ მომხმარებლის პირადი მონაცემები, ვისაც ეკუთვნის ავტომობილი;
✧ მომხმარებელი თითოეულ ავტომობილზე იღებს ერთ ბილეთს;
✧ გამარჯვებულები გამოვლინდებიან დოლურადან ბილეთის ამოღებით, შემთხვევითობის პრინციპით;
✧ დოლურადან ბილეთის ამოღების შემდეგ, გათამაშების წამყვანი დაურეკავს ბილეთის მფლობელს. თუ მომხმარებელი არ უპასუხებს ზარს 3 მცდელობის შემდეგ, წამყვანი ამოიღებს დოლურადან ახალ ბილეთს.

 

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან:

✧ 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირები

✧ იურიდიული პირები
✧ არარეზიდენტი ფიზიკური/იურიდიული პირები
✧ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირები, რომლებსაც ეკრძალებათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა