Le Méridien Batumi ახალი ტრადიციის საწყისში - კლასიკა, კულტურა და ქველმოქმედება ერთ სივრცეში
28 აგვისტოს, ბათუმში, ზღვისპირა შთაგონებით სავსე სივრცეში, სასტუმრო Le Méridien Batumi, ბათუმის მერიასთან პარტნიორობით, უმასპინძლებს გამორჩეულ კულტურულ საღამოს. კლასიკური მუსიკის მაგიურ ატმოსფეროს შექმნიან გამოჩენილი ქართველი შემსრულებლები — სანდრო გეგეჭკორი და ლიზა რამიშვილი.
ეს საღამო მხოლოდ ხელოვნების ზეიმი არ არის — ის გულისხმობს თანადგომას და ჰუმანურ ღირებულებებს. მიღებული შემოსავალი გადაეცემა საქველმოქმედო კამპანიას „აჩუქე სითბოს“, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეშვეობით მხარს უჭერს მარტოხელა, ხანდაზმულ ადამიანებს.
ღონისძიება ეძღვნება მათ, ვისაც ყოველდღიურობაში მეტი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება.
Le Méridien Batumi, როგორც Marriott-ის ბრენდის წევრი და მდგრადი განვითარების აქტიური მხარდამჭერი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელოვნება, გარემოზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ჰარმონიულად შერწყმული.
ღონისძიებას მხარს უჭერენ: ტოიოტა ბათუმი, ლუტეცია, პსპ, მარდი ჰოლდინგი, ისი პარი, გაგრა პლუსი და ჯეო ქარი — კომპანიები, რომლებსაც სჯერათ პოზიტიური ცვლილების ძალის.
ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება - Le Méridien Batumi იწყებს კულტურული საღამოების სერიას, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს კლასიკურ ხელოვნებასა და ქველმოქმედებას შორის ხიდის გაბმას.
ეს ინიციატივა აერთიანებს ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს, ვინც მზად არიან იყვნენ კულტურული ცხოვრებისა და ქველმოქმედების ნაწილი.

სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.