მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

Le Méridien Batumi Luxury Lifestyle Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში Best Luxury Conference & Event Hotel in Batumi

news image
mbc image

Le Méridien Batumi Luxury Lifestyle Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში Best Luxury Conference & Event Hotel in Batumi , - ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორმა ნონა შოთაძემ განუცხადა.

„Luxury Lifestyle Awards 2026-ზე გამარჯვება კატეგორიაში Best Luxury Conference & Event Hotel in Batumi ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ლე მერიდიენ ბათუმი“ არა მხოლოდ პრემიუმ სასტუმროა, არამედ სივრცეა, სადაც თითოეული ღონისძიება განსაკუთრებულ გამოცდილებად გარდაიქმნება.

ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო შეგვექმნა ადგილი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ ახალ ნიშნულსაც აყალიბებს რეგიონში. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დეტალებს - მომსახურების ხარისხს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, სივრცის დიზაინსა და სტუმრის ემოციას.

„ლე მერიდიენ ბათუმის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ჩვენი საკონფერენციო და ივენთ სივრცეებია, რომლებიც მე-12 სართულზე მდებარეობს და ბათუმისა და შავი ზღვის პანორამულ ხედებს აერთიანებს. ეს გარემო თითოეულ ღონისძიებას განსხვავებულ ხასიათსა და ენერგიას სძენს. ჩვენი სივრცეები სრულად არის ადაპტირებული, როგორც საერთაშორისო კონფერენციებისთვის, ისე ბიზნესფორუმებისა და კორპორატიული ღონისძიებებისთვის.

განსაკუთრებით საამაყოა ისიც, რომ Marriott-ის გლობალურ ქსელში სტუმრების კმაყოფილების მაღალი ინდექსით გამოვირჩევით. ეს შედეგი ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომისა და პროფესიონალიზმის პირდაპირი გამოხატულებაა.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ინდუსტრიასთან - სპორტის, ავიაციის, საავტომობილო, ფარმაცევტიკისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან, რაც საშუალებას გვაძლევს, თითოეულ პარტნიორს ინდივიდუალური და სრულყოფილი გამოცდილება შევთავაზოთ.

ჩვენთვის თითოეული პროექტი უნიკალურია. სწორედ ამიტომ, პროცესს მაქსიმალურად მოქნილსა და კომფორტულს ვხდით - იქნება ეს სივრცის ადაპტირება, მენიუს ინდივიდუალური შერჩევა თუ ღონისძიების სრული კოორდინაცია. ჩვენი მიზანია, ორგანიზატორები სრულად კონცენტრირდნენ საკუთარ იდეაზე, დანარჩენზე კი ჩვენ ვიზრუნოთ.

დამატებით ღირებულებას ქმნის Marriott Bonvoy-ის პროგრამაც, რომელიც კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს ექსკლუზიურ ბენეფიტებსა და ქულების დაგროვების შესაძლებლობას, რაც თანამშრომლობას კიდევ უფრო საინტერესოს და ეფექტურს ხდის.

ეს გამარჯვება ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, გავაგრძელოთ განვითარება და შევქმნათ კიდევ უფრო გამორჩეული გამოცდილებები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრებისთვის “, - აცხადებს ნონა შოთაძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შუა აზიისთვის ალტერნატიული მარშრუტებიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორია - მიხეილ ნამადოვი

06.11.2026.19:00

მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის სასაწყობე ფართობი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა