მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi საქართველოში საუკეთესო სამთო კურორტი იქნება - ილია წულაია

news image
mbc image

ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი სიონის ტბასთან ელიტარულ დასასვენებელ კომპლექს Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს პროექტს ახორციელებს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. როგორც კომპანია არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ განაცხადა, Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს იქნება საუკეთესო სამთო კურორტი ქვეყანაში. 

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილზე, სიონის ტბასთან. აი აქ, ამ ადგილზე შენდება Marriott-ის ჯგუფის ლუქს ბრენდის ობიექტი Le Meridien-ი, რომელიც 1,5 წელში გაიხსნება. ამ ეტაპზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იქნება საქართველოში საუკეთესო სამთო კურორტი“, - განაცხადა ილია წულაიამ. 

როგორც წულაიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნულ პროექტს არქი სასტუმროების საერთაშორისო ბრენდ „ლე მერიდიენთან“ პარტნიორობით ახორციელებს.

ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi ნებისმიერი გემოვნების ადამიანის სურვილებს უპასუხებს და მაქსიმალურად კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს. კომპლექსი შენდება სიონში, თბილისიდან 50 კილომეტრის დაშორებით,  სადაც ტბა, მთა და უნიკალური კლიმატი კურორტს ოთხივე სეზონზე მოთხოვნად ადგილად აქცევს.

„ლე მერიდიანისა“ და არქის პარტნიორობით შექმნილი პროექტი სიონს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გარდაქმნის და იდეალური დასვენების შესაძლებლობას შექმნის. კომპლექსი მოიცავს აპარტოტელებს, საერთაშორისო დონის სასტუმროსა და საცხოვრებელ ვილებს. ამ სამივე მიმართულებას კი სრულყოფილი ინფრასტრუქტურა გააერთიანებს - Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს ტერიტორიაზე განთავსდება: 2500 კვ.მ. ღია და დახურული აუზები; აკვაპარკი და ზამთრის ღია ცხელი აუზი; 3000 კვ.მ. სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ფიტნეს დარბაზი; 550 ადამიანზე  გათვლილი წვეულებების დარბაზი, საკონფერენციო ოთახები და ტერასა; 5 რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და კაფეები; ღია კინოთეატრი და ამფითეატრი; საბავშვო გასართობი სივრცე; ზამთრის ბაღი; ვერტმფრენის მოედანი; 3 კმ ბულვარი ტბის პირას, საფეხმავლო და ველობილიკები; ჩოგბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნები; პადელის კორტები; სათევზაო ზონა და ზიპლაინი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს არქიტექტურა დახვეწილი და გამორჩეულია. აპარტოტელების ინტერიერის დიზაინზე, გეგმარებასა და ტერიტორიის მოწყობაზე იმუშავა Chapman Taylor Madrid studio-მ, ხოლო სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე ბრიტანულმა კომპანია De salles flint-მა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა