Leader of the Year - „იელთი ჯგუფის“ მორიგი აღიარება
„ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის ასოციაციისა“ და "შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციის" მიერ, კომპანია „იელთი ჯგუფი“ დაჯილდოვდა, როგორც ლიდერი კომპანია ქართულ ბიზნეს სექტორში - "Leader of the Year".
როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული პრიზი „იელთი ჯგუფისთვის“ უკვე რიგით მესამეა.
„აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი ჩვენმა კომპანიამ უკვე მესამედ მოიპოვა. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი – ეს არის საერთაშორისო ბიზნეს სარეიტინგო პროგრამა. მისი მთავარი მიზანია, განსაზღვროს ეკონომიკის ლიდერები საწარმოთა შორის, შეაფასოს მათი საქმიანობის ეფექტურობა.
"იელთი ჯგუფი" 2020 წლიდან ინარჩუნებს განვითარების შესამჩნევად სწრაფ ტემპს. კომპანიის მისიის შესაბამისად, რომელიც საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის ბრენდების საქართველოში შემოყვანას, მათი ცოდნის და ექსპერტიზის გაზიარებას გულისხმობს, 2024 წლიდან “იელთი ჯგუფი“ გახდა კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის "BARCELO HOTEL GROUP"-ის რჩეული პარტნიორი ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით“, - აცხადებენ "იელთი ჯგუფში".
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.