მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.3
-0.0079
flag
AZN 1.5546
-0.0004
flag
CNY 38.907
0.0005
flag
EUR 3.0144
0.0021
flag
GBP 3.5221
0.0192
flag
KZT 55.71
0.0054
flag
TRY 0.0566
0
flag
USD 2.6424
-0.0007
news banner

LED ტექნოლოგიებზე მოთხოვნა საქართველოში იზრდება - Absen Georgia ბაზარს მსოფლიო დონის გადაწყვეტილებებს სთავაზობს

news image
mbc image

საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ვიზუალური კომუნიკაციის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, LED ეკრანების ბაზარი აქტიურად ვითარდება. კომპანიები სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებენ ტექნოლოგიებში, რომლებიც მომხმარებელთან კომუნიკაციას, ბრენდის წარმოჩენასა და ინფორმაციის ეფექტიან გავრცელებას უზრუნველყოფს.

სწორედ ამ მზარდ მოთხოვნას პასუხობს Absen Georgia — მსოფლიოში №1 LED ვიდეოეკრანების მწარმოებლის, Absen-ის, ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ადგილობრივ ბაზარს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და სრულ საინჟინრო მომსახურებას სთავაზობს.
როგორც Absen Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ კოდუა აღნიშნავს, Absen-ის პროდუქცია მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება და წარმოდგენილია ათიათასობით მასშტაბურ პროექტში — აეროპორტებში, საბანკო სექტორში, სავაჭრო ცენტრებში, ბიზნესცენტრებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

„ჩვენი მიზანია, ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი გავხადოთ მსოფლიო დონის LED ტექნოლოგიები, პროფესიონალური საინჟინრო მომსახურება და მაღალი ხარისხის ტექნიკური მხარდაჭერა. გვინდა, ადგილობრივმა ბიზნესმა მიიღოს ისეთივე ხარისხის გადაწყვეტილებები, როგორიც მსოფლიოს წამყვან ბაზრებზეა ხელმისაწვდომი“, — ამბობს ზურაბ კოდუა.

მისი შეფასებით, LED ეკრანებზე მოთხოვნის ზრდას ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია განაპირობებს. თანამედროვე კომპანიებისთვის ვიზუალური კომუნიკაცია უკვე აღარ არის მხოლოდ რეკლამის საშუალება — ის მომხმარებლის გამოცდილების, ბრენდის აღქმისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამასთან, თანამედროვე LED ტექნოლოგიები გამოირჩევა მაღალი გამოსახულების ხარისხით, ენერგოეფექტურობით, საიმედოობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის რესურსით, რაც მათ გრძელვადიან და ეკონომიკურად გამართულ ინვესტიციად აქცევს.

დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა საბანკო სექტორში, საცალო ვაჭრობაში, სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, კორპორაციულ ოფისებში, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეებში ფიქსირდება. პარალელურად, მზარდია ინტერესი ციფრული სარეკლამო ეკრანებისა და ინფორმაციული სისტემების მიმართ.
ზურაბ კოდუას თქმით, Absen Georgia-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ადგილობრივი წარმომადგენლობაა, რომელიც მომხმარებელს პროექტის სრულ ციკლს სთავაზობს — კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მონტაჟით, ტექნიკური მხარდაჭერითა და შემდგომი მომსახურებით დასრულებული.

„თანამედროვე LED ეკრანი მხოლოდ ტექნოლოგია არ არის — ის ბიზნესის, ბრენდისა და კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ჩვენი ამოცანაა, საქართველოში განხორციელდეს უფრო მეტი საერთაშორისო სტანდარტის პროექტი, ხოლო მომხმარებელმა მიიღოს მსოფლიო ლიდერი მწარმოებლის პროდუქცია და სრულფასოვანი მხარდაჭერა პროექტის ყველა ეტაპზე“, — აცხადებს ზურაბ კოდუა.

Absen Georgia-ში მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ვიზუალური ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში უახლოეს წლებში კიდევ უფრო დაჩქარდება, რადგან ბიზნესისთვის ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებები კონკურენტული უპირატესობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცევა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 9 წელი ბაზარზე, ახალი ფილიალები და საერთაშორისო გაფართოება - რა სიახლეებს სთავაზობს „პიელ ნატურალსი“ მომხმარებლებს

03.07.2026.10:00

ქართული კოსმეტიკური ბრენდი პიელ ნატურალსი განვითარების აქტიურ ეტაპზეა. კომპანია ქსელს აფართოებს, ახალ პროდუქტებს უშვებს, საექსპორტო ბაზრებს ზრდის და წლის ბოლომდე კიდევ არაერთ სიახლეს გეგმავს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, თათუკა ლომაძეს ესაუბრა.

„წელს „პიელ ნატურალსი“ 9 წლის გახდა. ამ მნიშვნელოვან ეტაპს მომხმარებლებისთვის არაერთი სიახლითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით აღვნიშნავთ.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე ქსელის გაფართოებაა. ცოტა ხნის წინ სტენდი გავხსენით City Mall-ში, ასევე ახალი ფილიალი დავამატეთ დიღმის Goodwill-ში. თუმცა ამით არ ვჩერდებით და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ.

ამასთან ერთად, წარვადგინეთ ორი სრულიად ახალი პროდუქტი. პირველი არის ინოვაციური სახის კრემი, რომელმაც კლინიკური ტესტირება იტალიაში, მილანში გაიარა და თავისი შედეგებით ფრანგი და იტალიელი დერმატოლოგების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

პროდუქტის ფორმულა შევქმენით იმ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც, რომელიც პირადად აკნეს შემდგომ დარჩენილი ლაქებისა და ნაწიბურების პრობლემასთან მქონდა. კრემი გაჯერებულია აქტიური ინგრედიენტებით, როგორიცაა ნიაცინამიდი, კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა, E ვიტამინი, ყურძნის წიპწის ზეთი და კაჰაის ზეთი, რომელიც ბუნებრივი რეტინოიდებითაა მდიდარი და ეფექტურად ეხმარება პიგმენტაციისა და კანის ტექსტურის გაუმჯობესებას.

პროდუქტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა SPF 30-ის მზისგან დამცავი ფილტრია. დამატენიანებელ, მკვებავ, აღმდგენ და რეგენერაციულ მოქმედებასთან ერთად, ფორმულა UVA და UVB სხივებისგან დაცვასაც უზრუნველყოფს, რაც მას კიდევ უფრო მრავალფუნქციურს ხდის.

მეორე სიახლე ავტორუჯია, რომლის ფორმულაზეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. წელს საბოლოოდ შევძელით მისი წარმოება. პროდუქტი შაქრის ლერწმის ბაზაზეა შექმნილი, მარტივად ნაწილდება კანზე, იძლევა ბუნებრივ ფერს და უსაფრთხოა როგორც ორსულებისთვის, ისე მოზარდებისთვის. გარდა ამისა, ფორმულა არ შეიცავს პარაფინს, სილიკონსა და სულფატებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის ბარიერის დასაცავად“, - აღნიშნავს თათუკა ლომაძე.

კომპანია საერთაშორისო მიმართულებით აქტიურად ფართოვდება და გერმანიის ბაზარზე ექსპორტი დაიწყო.

„აქტიურად ვიზრდებით საერთაშორისო ბაზრებზეც. ჩვენი ფორმულებით MET Cosmetics-ისთვის ვქმნით პროდუქციას და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის ბაზარზე ექსპორტიც დავიწყეთ. ამასთან, ჩვენი ბრენდი უკვე წარმოდგენილია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაშიც. ექსპორტს მუდმივად ვახორციელებთ, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო გაფართოებას ველოდებით.

პარალელურად, აქტიურად ვითარდება B2B მიმართულებაც. მნიშვნელოვნად გაიზარდა სასტუმროების ინტერესი ჩვენი პროდუქციის მიმართ - როგორც სამასაჟე ხაზზე, ისე დისპენსერულ სისტემებზე, შამპუნებსა და კონდიციონერებზე. ამ მიმართულებით მოთხოვნა მუდმივად მზარდია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, Piel Naturals არის №1 ქართული პრემიუმ თავის მოვლის კოსმეტიკის ბრენდი, რომლის მთავარი ნიშა არის პარაბენების, პარაფინისა და სილიკონების გარეშე შექმნილი პროდუქცია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა