მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

ლეგენდარული კინოპავილიონის ახალი სიცოცხლე: NEXT-ი თბილისის ისტორიულ მემკვიდრეობას აცოცხლებს

news image
mbc image

ქართულმა საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა NEXT-მა საზოგადოებას ახალი მიმართულება – Heritage Series (კულტურული მემკვიდრეობის სერია) წარუდგინა. კომპანიის სტრატეგიაში ეს ხაზი ახალ ეტაპს ნიშნავს, რომლის მიზანიც ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი თანამედროვე ცხოვრების სტილთან მისადაგებაა.

ამ სერიის პირველი პროექტი, Cinema City by NEXT, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას კულტურულ ძეგლს – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1930-იანი წლების ლეგენდარული პავილიონის გაცოცხლებას გულისხმობს. ისტორიული მონუმენტის გვერდით კი ახალი, გამორჩეული რეზიდენცია აშენდება, რითაც წლების განმავლობაში მივიწყებული სივრცე კვლავ იქცევა ქალაქის აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად.

ევროპული არქიტექტურული გავლენითა და ისტორიული ნაგებობებით დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან ჩამოყალიბდა თბილისის ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ ცენტრად.
1920-იანი წლების მიწურულს, როდესაც მსოფლიო კინემატოგრაფში ხმოვანი ფილმების ეპოქა იწყებოდა, გამოჩენილმა არქიტექტორმა მიხეილ ბუზოღლიმ დააპროექტა საქართველოს პირველი პროფესიონალური კინოპავილიონი. შეიძლება ითქვას, ამ ნაგებობამ, რომელიც ქართული კონსტრუქტივიზმისა და ეროვნული არქიტექტურის ელემენტების თამამი სინთეზით შეიქმნა, საფუძველი ჩაუყარა ქართულ კინემატოგრაფიას.
რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ამ კედლებში ლეგენდარული რეჟისორები და მსახიობები ქმნიდნენ შედევრებს, რომლებმაც მოგვიანებით საერთაშორისო აღიარება და პრესტიჟული ჯილდოები მოიპოვა. თუმცა, დროთა განმავლობაში კამერები გაჩერდა და კულტურული მემკვიდრეობის ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი ქალაქის რიტმს გამოეთიშა.
დღეს NEXT-ი ამ სივრცის კონსერვაციას და მისთვის ახალი ავთენტური დატვირთვის მინიჭებას იწყებს.

Cinema City-ის არქიტექტურული კონცეფცია წარსულსა და დღევანდელობას შორის გამართული საინტერესო დიალოგია. პავილიონი ზედმიწევნით აღდგება და თანამედროვე, მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაიქმნება. მასში განთავსდება კინემატოგრაფიის მუზეუმი, საერთო საზოგადოებრივი სივრცეები, ადგილი კინოჩვენებებისთვის და გასტრონომიული გალერია, რომელიც სარეკრეაციო ზონებთან ერთად გამორჩეულ ინფრასტრუქტურას შექმნის.
შენობის ქვედა ნაწილის ფაქტურა და ტონალობა ზუსტად იმეორებს ძველი პავილიონის ხასიათს, ხოლო ზედა ნაწილი უფრო თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა – პანორამული ფანჯრებით, 360-გრადუსიანი არქიტექტურული ხედვითა და საერთო სტილის შესაბამისი დახურული აივნებით. ფასადი მთლიანად ბრინჯაოსფერ ალუმინშია გადაწყვეტ. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოსფერი ფასადი ამ შემთხვევაში ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ესთეტიკური არჩევანი. საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბრინჯაო აქ თანამედროვე არქიტექტურულ ენად, NEXT-ის დახვეწილ და გამორჩეულ ხელწერად იქცევა.

ცენტრალური მდებარეობა, კულტურული იდენტობა და უნიკალური არქიტექტურული კონცეფცია Cinema City-ის მყარ საინვესტიციო მიმზიდველობას სძენს.
პროექტის წარდგენის აღსანიშნავად NEXT-მა ექსკლუზიური წინასწარ გაყიდვები გამოაცხადა.
ეს არის იშვიათი შესაძლებლობა ადრეული მყიდველებისთვის, მიიღონ საუკეთესო პირობები და წვდომა ექსკლუზიურ ფასებზე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: next-property.com

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა შედეგებით დაბრუნდა „ანიგოზი“ SIAL Paris 2026-დან და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

29.10.2026.18:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, SIAL Paris 2026-ზე საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ემსახურება.

მონაწილე კომპანიებს შორის ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანია „ანიგოზიც“ იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამჟამად რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი კომპანია საახალწლო სეზონისთვის ემზადება, რომელიც პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ის გამოფენას და კომპანიისთვის რამდენად შედეგიანი იყო მასში მონაწილეობა?

SIAL Paris 2026 ჩვენი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიება იყო. ყველა საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდაში და ახალი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა SIAL Paris, რომელიც ევროპაში საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.

ჩვენი კომპანია რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში და ყოველწლიურად ვიღებთ დადებით უკუკავშირსა და მნიშვნელოვან ბიზნესშედეგებს.

წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან, რომლებსაც გამოფენის ფარგლებში ჩვენი პროდუქცია გავაცანით - ახალი მოსავლის ქართული კაკალი. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება და საფუძველს ჩაუყრის ახალ, გრძელვადიან ბიზნესთანამშრომლობას.

აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რომელიმე ქვეყანასთან ექსპორტის მიმართულებით?

დიახ, მოლაპარაკებები გვაქვს. როგორც არსებულ ძველ პარტნიორებთან, ასევე ახლებთან რომლებიც გამოფენის ფარგლებში გავიცანით.

⁠როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ახლოვდება ჩვენთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნადი წინა საახალწლო პერიოდი და ვემზადებით გაორმაგებული ძალისხმევით მუშაობისთვის როგორც ადგილობრივბაზარზე რეალიზაციის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო აქტივობებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა