Legro - სთან თანამშრომლობით შევძლებთ ლურჯი მოცვის ხარისხის გაუმჯობესებას და წარმოების ზრდას - ,,ლურჯი ბაღი"
,,ლურჯი ბაღი” Legro - ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიაში განმარტავენ, რომ გლობალურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა ლურჯი მოცვის ხარისხი გააუმჯობესონ, გაზარდონ წარმოება და საერთაშორისო ბაზრებზე გაამყარონ პოზიციები.
როგორც ,,ლურჯი ბაღიდან" Business Insider Georgia-ს აცნობეს, კომპანია Legro -ს 1924 წლიდან აქვს გამოცდილება ნედლეულის წარმოებაში, ხოლო 30 წელია, აწარმოებს კენკროვანი კულტურებისთვის განკუთვნილ სუბსტრაქტს და საერთაშორისო ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს .
Legro - ს სუბსტრაქტებით გაშენებული ლურჯი მოცვის პლანტაციები ათასობით ჰექტარს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აშშ, მექსიკა, პერუ, ჩილე, სამხრეთ აფრიკა , ევროპა, აღმოსავლეთ ჩინეთი და ავსტრალია - “Legro”-ს მიერ წარმოებული სუბსტრაქტის მომხმარებელია.
,,Legro-ს ლურჯი მოცვისთვის განკუთვნილი სუბსტრაქტები მზადდება სპეციალურად შერჩეული ნედლეულისგან,მათი ჰაერგამტარი სტრუქტურა და უწყვეტი სათანადო დრენაჟი უზრუნველყოფს მაღალ, ეფექტურ, წვრილად განშტოებულ ფესვთა სისტემას, რომელიც შესაფერისია მოცვის ხანგრძლივი წარმოებისთვის და მცენარეს უნარჩუნებს საუკეთესო მდგომარეობას მრავალი წლის განმავლობაში. მსგავს კომპანიებთან თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ ხელი შევუწყოთ ქართული მოცვის ლურჯი მოცვის ხარისხის გაუმჯობესებას, წარმოების ზრდას საქართველოში და საერთაშორისო ბაზრების დაკავებას", - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, „ლურჯი ბაღი“ 2020 წელს შეიქმნა. კომპანიის საკუთრებაშია 10 ერთეული როგორც სასოფლო-სამეურნეო ისე სამშენებლო მძიმე ტექნიკა საქართველოს მასშტაბით, კომპანიას ჯამში 8 მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული.
„ლურჯმა ბაღი" სენაკში, სოფელ ზანაში მოცვის პლანტაციებს ფლობს. კომპანიას სერტიფიცირება GLOBALG.A.P. და GRASP მოთხოვნების შესაბამისად ISO Consulting-ის დახმარებით წარმატებით აქვს გავლილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.