„ლენდლორდის” მოდელი საინტერესოა - სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კერძო სექტორი კი მომსახურებასა და ოპერირებაზე იქნება ორიენტირებული | მიხეილ ნამადოვი
„ლენდლორდის” მოდელი საინტერესოა - სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კერძო სექტორი კი მომსახურებასა და ოპერირებაზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ლენდლორდის მოდელი, ვფიქრობ, საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო განავითარებს ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო სექტორი მომსახურების განვითარებასა და ოპერირებაზე იმუშავებს.
მაგრამ მხოლოდ პორტი არ იქნება საკმარისი - გზებია საჭირო, რკინიგზა უნდა იყოს კოორდინაციაში, ლოგისტიკური ცენტრები უნდა იყოს განვითარებული და დამატებითი ღირებულების შემქმნელი პროდუქტები უნდა არსებობდეს, იმიტომ, რომ მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციონალი არ არის საინტერესო არც ჩვენთვის.
სიმართლე ვთქვათ, ჩვენ ვცხოვრობთ აუთსორსინგის ერაში - ყველა ცდილობს, მაქსიმალურად გაიტანოს სერვისები გარეთ. შესაბამისად, როდესაც შენ ამხელა ტვირთნაკადებს ატარებ, ლოგიკურია, რომ დამატებითი ღირებულება შექმნა, რითაც უფრო მოიზიდავ პარტნიორებს.
კონკურენცია იზრდება, რა თქმა უნდა. რეგიონში გამოწვევებიც მატულობს, თუმცა პოტენციალი მაინც მაღალი გვაქვს და ამ შესაძლებლობების გამოყენება შეგვიძლია“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.
სხვა სიახლეები

06.11.2026.15:00