მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანია ბელგიური შოკოლადის კულტურის გაზიარება - Leonidas საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა

news image
mbc image

ბელგიური შოკოლადის ლეგენდარული ბრენდი Leonidas საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა.

ქართულ მხარესა და Leonidas-ის მფლობელებს შორის მოლაპარაკებები თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ საქართველო Leonidas-ის გლობალურ რუკაზეც მოინიშნა. ამიერიდან ქართველი მომხმარებელიც შეძლებს მიიღოს ის გამოცდილება, რომელსაც იღებენ Leonidas-ის მომხმარებლები მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
Leonidas Georgia მიზნად ისახავს არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის შოკოლადის გაცნობას, არამედ ბელგიური ტკბილეულის კულტურის დანერგვას. დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia კომპანია Leonidas Georgia-ს გენერალურ მენეჯერს მარიამ ჩაჩავას დაუკავშირდა. 

- რამდენი ხანია რაც Leonidas ბრენდი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და რამდენად რთული იყო ბელგიურ კომპანიასთან მოლაპარაკებები?

- Leonidas საქართველოში  სულ ახლახან, 2025 წელის  1-ელ ოქტომბერს შემოვიდა. Leonidas-თან მოლაპარაკებები ნამდვილად იყო მრავალსაფეხურიანი და სირთულეებით სავსე პროცესი, რადგან ბელგიური მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პარტნიორის შერჩევას, ხარისხის სტანდარტებისა და ბრენდის ფილოსოფიისა და ღირებულებების დაცვას. კომპანიასთან მოლაპარაკებები თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა იმისთვის, რომ ბრენდი დარწმუნებულიყო ჩვენი, როგორც პარტნიორის სანდოობაში იმ კუთხით, რომ შევძლებდით საქართველოში 100%-ით გადმოგვეტანა ის სერვისი და მომსახურება, რომელსაც მომხმარებლები Leonidas-ის სხვა მაღაზიებში იღებენ მსოფლიოს მასშტაბით. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, Leonidas-ის ყველა მომხმარებელმა მიიღოს ერთი და იგივე გამოცდილება მსოფლიოს ყველა წერტილში. რაც ძალიან გვახარებს არის ის, რომ წარმატებით ვახერხებთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 

ვფიქრობთ, ნამდვილად სასიხარულო სიახლეა ქართველი მომხმარებლებისთვის, რომ თბილისიც შეუერთდა Leonidas-ის დიდ, საერთაშორისო ოჯახს, რომელიც 1913 წლიდან ქმნის ბელგიური შოკოლადის ისტორიას და დღეს 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 1300-მდე მაღაზიით.

- რამდენად კარგად იცნობს ქართველი მომხმარებელი ბელგიურ შოკოლადს და საინტერესოა ქვეყანაში Leonidas-ის პროდუქტის პოპულარიზაციისათვის რას აკეთებს Leonidas Georgia?

- ბელგიური შოკოლადი ქართველი მომხმარებლისთვის ყოველთვის ასოცირდებოდა პრემიუმ ხარისხის უგემრიელეს შოკოლადთან, თუმცა Leonidas-ის პირდაპირი წარმოდგენა საქართველოში სრულიად ახალი გამოცდილებაა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ გემოების გაცნობა, არამედ ბელგიური ტკბილეულის კულტურის გაზიარება.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცნობადობის გაზრდაზე, ვაორგანიზებთ დეგუსტაციებს, ვმონაწილეობთ კორპორატიულ ღონისძიებებში, ვთანამშრომლობთ ბიზნესებთან, რომლებიც ეძებენ დახვეწილ საჩუქრებს თანამშრომლებისა და პარტნიორებისთვის.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებსა და მედიის საშუალებით ვუზიარებთ მომხმარებლებს Leonidas-ის ისტორიას, ფილოსოფიასა და იმ ფასეულობებს, რაც ამ ბრენდს უნიკალურს ხდის.

ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ მომხმარებლებში, რომლებიც უკვე კარგად იცნობენ ბრენდს და ხშირად შეუძენიათ Leonidas-ის შოკოლადი ბელგიასა თუ ევროპის სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებულ სიხარულს იწვევს Leonidas-ის მაღაზიის დანახვა თბილისის ქუჩებში.

- რა განასხვავებს Leonidas-ის შოკოლადს სხვა პრემიუმ ბრენდებისგან? რატომ Leonidas?

- ჩვენი მთავარი მისიააა შევქმნათ ბედნიერების მომენტი ყველასთვის. Leonidas-ის მთავარი უპირატესობა მისი 100%-ით ბელგიური წარმომავლობაა. ყველა პროდუქტი მზადდება მხოლოდ ბელგიაში, ტრადიციული ბელგიური მეთოდებით და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, მხოლოდ 100% სუფთა კაკაოს კარაქით, პალმის ზეთის გარეშე.

ჩვენი შოკოლადი არ იყინება და მზადდება ყოველთვის ახალი ინგრედიენტებით,  კაკაო განადან და კოტ-დ'ივუარი მოდის,  ნუში ესპანეთიდან და ასე შემდეგ. 

ამასთან, 2013 წლიდან Leonidas ბელგიის სამეფო სასახლის ოფიციალური მომწოდებელია რაც ხარისხისა და ნდობის უმაღლესი დადასტურებაა.

Leonidas ასევე დიდ მნიშვნელობას აქცევს კაკაოს მდგრად გამოყენებას და შოკოლადის მდგრად წარმოებას. კომპანია ასევე გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით.

მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა რომ Leonidas ქმნის უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ძალიან დახვეწილი გემოებით, ჩვენი შოკოლადი ასევე გამოირჩევა უნიკალური, დახვეწილი და ელეგანტური სასაჩუქრე შეფუთვებით, რაც ჩვენს შოკოლადს არჩევს მართლაც დაუვიწყარ საჩუქრად ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

- Leonidas-ის პროდუქციას ყიდით მხოლოდ ონლაინ თქვენი საიტიდან თუ შესული ხართ რომელიმე ქსელურ მარკეტში, ან სპეციალიზებულ მაღაზიაში?

- ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ბუტიკური ფორმატით,  მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ ჩვენს ოფიციალურ მაღაზიას ზაარბრიუკენის მოედანთან, დავით აღმაშენებლის გამზირის #12-ში, სადაც სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. გარდა ამისა გვაქვს ონლაინ შეკვეთასა და მიწოდების სერვისიც. ჩვენი მიზანია არ დავკარგოთ ბრენდის პრემიუმ ხასიათი და შევინარჩუნოთ მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია.

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ბიზნესთან, სასტუმროებთან, საჩუქრების მაღაზიებთან და კომპანიებთან, რომლებსაც სურთ თავიანთ კლიენტებსა და თანამშრომლებს შესთავაზონ მაღალი ხარისხის ბელგიური შოკოლადი.

- რა სიახლეებს უნდა ელოდოს ქართველი მომხმარებელი ბრენდისგან?

- უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ სეზონურ კოლექციებსა და პერსონალიზებულ საჩუქრებს, სპეციალური შეფუთვებითა და ინდივიდუალური ბარათებით.

ასევე, ჩვენი მიზანია კომპანიებს შევთავაზოთ კორპორატიული გადაწყვეტილებები, მათ საჭიროებებზე მორგებული საჩუქრების დიზაინი და შოკოლადის ასორტიმენტი, რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ქმნის თანამშრომლებზე და ბიზნეს პარტნიორებზე.

გარდა ამისა, იგეგმება თემატური დეგუსტაციები და ღონისძიებები, სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ჩვენი სხვადასხვა კოლექცია.

ასევე, აუცილებლად იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. 

- Leonidas-ის ასორტიმენტიდან რომელია ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე?

- ყველაზე მოთხოვნადია ბალოტინის კოლექცია, დახვეწილი შეფუთვის მქონე ყუთები, რომლებიც შევსებულია ჩვენი კლასიკური პრალინესა და ტრიუფელების კომბინაციით.
 350 გრამიანი ბალოტინი განსაკუთრებით პოპულარულია კორპორატიულ საჩუქრებად, ხოლო 750 გრამისა და 1 კილოგრამის ფორმატები განსაკუთრებულ შემთხვევებში.
 ამასთან, მომხმარებლები ხშირად ირჩევენ ჩვენს ასორტიმენტს მცირე, მაგრამ ელეგანტური საჩუქრებისთვისაც , სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ Leonidas ქმნის ბედნიერების მომენტებს ყველასთვის.

- როგორ აფასებთ საქართველოს ბაზარს პრემიუმ შოკოლადის სეგმენტში?

საქართველო ნამდვილად მზარდი ბაზარია პრემიუმ სეგმენტისთვის. მომხმარებლები უფრო და უფრო მეტად აფასებენ ხარისხს, ბუნებრივ ინგრედიენტებსა და ევროპულ სტანდარტებს.
ამასთან, ბიზნეს სექტორიც ვითარდება, კომპანიები ეძებენ დახვეწილ გზებს თანამშრომლებისა და პარტნიორების დასაფასებლად. სწორედ აქ ვხედავთ დიდ პოტენციალს Leonidas-ის კორპორატიული ხაზისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ ბელგიური ტრადიციისა და ადგილობრივი ხედვის შერწყმით Leonidas Georgia შეძლებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებას, არამედ თანამშრომლობის ახალ კულტურას შექმნას ქართულ ბიზნეს გარემოში

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა