მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

Leonidas Georgia ქსელის გაფართოებას და ასორტიმენტის განახლებას გეგმავს

news image
mbc image

ბელგიური შოკოლადის ბრენდი Leonidas მომხმარებლებს ახალ გემოებსა და მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიამ შემოდგომის სეზონზე ტრუფელების ახალი კოლექცია, საშემოდგომო პრალინეები და შოკოლადის კრემ-სპრედები დაამატა. პარალელურად, Leonidas Georgia კორპორატიული საჩუქრების მიმართულებას ავითარებს და ქსელის გაფართოებას გეგმავს. კომპანიის სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Leonidas Georgia-ს გენერალური მენეჯერი მარიამ ჩაჩავა ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

Leonidas Georgia-ში მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს ახალი გემოები და განსაკუთრებული შოკოლადის გამოცდილება შევთავაზოთ. შემოდგომის სეზონს რამდენიმე საინტერესო სიახლით შევხვდით, რომლებიც ჩვენი შოკოლადის მოყვარულებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

ჩვენს ასორტიმენტს შეემატა Leonidas-ის ტრუფელების ახალი კოლექცია და განსაკუთრებული საშემოდგომო პრალინეები, რომლებიც გამორჩეული გემოვნური კომბინაციებითა და დახვეწილი ტექსტურებით გამოირჩევა.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლეა შოკოლადის კრემ-სპრედების დამატება. ისინი მზადდება უმაღლესი ხარისხის კაკაოსგან, როგორც ჩენი ყველა სხვა პროდუქტი, არ შეიცავს პალმის ზეთს და გამოირჩევა თხილის მაღალი, მინიმუმ 35%-იანი შემცველობით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Leonidas მხოლოდ გამორჩეულ შოკოლადთან კი არა, ახალ აღმოჩენებთან, სასიამოვნო ემოციებსა და განსაკუთრებულ მომენტებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამიტომ, ასორტიმენტის გამრავალფეროვნება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

როგორ შეიცვალა მომხმარებელთა მოთხოვნა და რომელი პროდუქცია სარგებლობს ამჟამად განსაკუთრებული ინტერესით? რამდენად აისახება მომხმარებელთა უკუკავშირი ასორტიმენტის განახლების პროცესზე?

ჩვენი დაკვირვებით, მომხმარებლები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ არამხოლოდ შოკოლადის გემოს, არამედ მის ხარისხს, ინგრედიენტებს, მრავალფეროვნებასა და წარდგენის ესთეტიკას. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადი იყოს არა უბრალოდ ტკბილეული, არამედ განსაკუთრებული გამოცდილება - როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საყვარელი ადამიანებისთვის.

სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს Leonidas-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, სადაც კლასიკურ ბელგიურ პრალინეებთან ერთად მუდმივად ჩნდება ახალი, სეზონური და განსხვავებული გემოვნური კომბინაციები. განსაკუთრებით საინტერესოა მომხმარებლებისთვის ახალი ტრუფელების კოლექცია, საშემოდგომო პრალინეები და შოკოლადის სპრედები, რომლებიც შოკოლადის დაგემოვნების სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს ქმნის.

მომხმარებელთა უკუკავშირი ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია. ყურადღებით ვაკვირდებით მათ სურვილებსა და შეფასებებს და ვცდილობთ, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ასორტიმენტის განახლების პროცესში.

ჩვენი მიზანია, Leonidas-ში მოსულ მომხმარებელს ყოველთვის დახვდეს როგორც უკვე საყვარელი, ნაცნობი გემოები, ისე ახალი აღმოჩენები, რომელთა გამოც დაბრუნება კიდევ ერთხელ მოუნდება.

რა შედეგი მოიტანა აბაშიძის N39-ში გადასვლამ და როგორ აისახა ახალი ლოკაცია მომხმარებელთა ნაკადსა და გაყიდვებზე?

აბაშიძის N39-ში გადასვლა Leonidas Georgia-ს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ახალი ლოკაციის შერჩევისას ჩვენთვის პრიორიტეტული იყო ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ჩვენს მომხმარებელს კომფორტულ, სასიამოვნო სავაჭრო გამოცდილებას შესთავაზებდა.

ჩვენთვის Leonidas-ის მაღაზია მხოლოდ შოკოლადის შეძენის ადგილი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს ბელგიური შოკოლადის მრავალფეროვნება, შეარჩიოს განსაკუთრებული საჩუქარი და მიიღოს ინდივიდუალური მომსახურება.

რა გეგმები აქვს Leonidas Georgia-ს სამომავლოდ - იგეგმება თუ არა ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოება, ახალი პროდუქტების დამატება ან ქსელის განვითარება საქართველოში?

Leonidas Georgia-ს სამომავლო გეგმები საკმაოდ ამბიციურია და მოიცავს როგორც პროდუქციის ასორტიმენტის მუდმივ განახლებას, ისე ბრენდის გეოგრაფიულ გაფართოებას საქართველოში.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტიურად ვემზადებით საახალწლო სეზონისთვის. ჩვენი მომხმარებლებისთვის არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს ვგეგმავთ - როგორც შოკოლადის განსაკუთრებული ასორტიმენტის, ისე დახვეწილი, სადღესასწაულო შეფუთვების მიმართულებით. გვინდა, რომ Leonidas-ის შოკოლადი საახალწლო საჩუქრის შერჩევისას ერთ-ერთ გამორჩეულ არჩევანად იქცეს.

ამავდროულად, აქტიურად ვავითარებთ კორპორატიული საჩუქრების მიმართულებას და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციასთან. გვჯერა, რომ სწორად შერჩეული საჩუქარი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ჟესტი - ეს არის ყურადღების, მადლიერებისა და დაფასების გამოხატვის განსაკუთრებული ფორმა. სწორედ ამიტომ, კომპანიებს ვთავაზობთ შესაძლებლობას, Leonidas-ის ბელგიური შოკოლადით სასიამოვნო ემოციები აჩუქონ საკუთარ თანამშრომლებსა და პარტნიორებსა.

რაც შეეხება ქსელის განვითარებას, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას თბილისში, ასევე ბრენდის წარმოდგენას ბათუმში. ჩვენი მიზანია, Leonidas-ის განსაკუთრებული გემოები და ბელგიური შოკოლადის კულტურა საქართველოში კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი.

გვინდა, Leonidas Georgia განაგრძობდეს განვითარებას ისე, რომ შეინარჩუნოს ის მთავარი ღირებულებები, რომლებიც ბრენდს მთელს მსოფლიოში გამოარჩევს - ხარისხისადმი ერთგულება და მომხმარებლისთვის ბედნიერების მომენტების მინიჭება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Leonidas Georgia ქსელის გაფართოებას და ასორტიმენტის განახლებას გეგმავს

26.10.2026.10:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა