მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

„ლეპერტი“ საწარმოო სივრცის გაფართოებასა და ახალი შოურუმის გახსნას გეგმავს

news image
mbc image

„ლეპერტი“ სუვენირებისა და აქსესუარების კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 6 წელია ოპერირებს. კომპანია წარმოების გაფართოებას, ახალი კოლექციების შექმნას, შოურუმის გახსნასა და პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. აღნიშნულ გეგმებზე Business Insider Georgia, კომპანიის პარტნიორს, გიორგი გრიგალაშვილს ესაუბრა.

როგორია „ლეპერტის“ საქმიანობის მიმდინარე მდგომარეობა და რა შეიცვალა კომპანიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში?

დინამიკა კარგია, კმაყოფილი მომხმარებელი ისევ და ისევ გვიბრუნდება. ამასთან, უკვე ვამზადებთ პროექტს საწარმოო სივრცის მოსაწყობად. მიწა შეძენილი გვაქვს და გვინდა, წარმოება უახლოეს პერიოდში ავაშენოთ.

გვსურს, რომ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ, რასაც გარკვეული გადაიარაღება სჭირდება. ასევე, გვაქვს მოლაპარაკებები გარკვეულ სტრუქტურებთან, რომ გავაკეთოთ დიდი შოურუმი, სადაც სხვადასხვა კომბინირებული არქეოლოგიისა და სხვა მიმართულებების წარმოჩენა იქნება შესაძლებელი.

რა ახალი პროდუქტები ან კოლექციები დაემატა „ლეპერტის“ ასორტიმენტს და რა მიმართულებების განვითარებაზე მუშაობთ ამ ეტაპზე?

დავამატეთ ბევრი ახალი ნივთი, რომელიც უკვე ბაზარზე გამოვიტანეთ. თბილისის ძველი უბნების მიმართულებით ახალი ქვევრიც გავაკეთეთ. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ახალი ნივთები შევქმნათ.

ჩვენი მომხმარებელი ძირითადად მაღალი სეგმენტია, თუმცა ახლა ვცდილობთ, დაბალ სეგმენტზეც ვიმუშაოთ. როდესაც წარმოებას ავაშენებთ, გვინდა, ამ სეგმენტისთვისაც შევქმნათ ჩვენი ნივთები - ქართული, ნამდვილი, ხარისხიანი და ბიუჯეტური.

გარდა ამისა, გვსურს, ტურისტული მიმართულებით ბევრი ნივთი გავაცოცხლოთ. ასევე, გვინდა, გავაკეთოთ გამოფენა, სადაც ჩვენი ისტორიული ძეგლები, საკათედრო ტაძრები, ტაო-კლარჯეთში არსებული ტაძრები და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები იქნება წარმოდგენილი.

საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ასევე მზად ვართ კარგი პარტნიორობისთვის.

ღვინის მიმართულებით რა გეგმები აქვს „ლეპერტს“?

მოგეხსენებათ, 12 სახეობის ღვინო გამოვუშვით, რომელსაც მომხმარებლისგან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ამ მიმართულების განვითარებას მომავალშიც ვაპირებთ.
შარდენზე ჩვენი შოურუმის გახსნასაც ვგეგმავთ. ეს იქნება დამოუკიდებელი სივრცე, სადაც ღვინოსთან ერთად „ლეპერტის“ სხვა პროდუქტებიც იქნება წარმოდგენილი.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

სამომავლო გეგმებში შედის კოლექციების გამრავალფეროვნება, საწარმოო სივრცის აშენება, გადაიარაღება და შოურუმის გახსნა. ამასთან, ვმუშაობთ ისტორიულ თემებზე შექმნილ პროექტებზეც, მათ შორის არგონავტებსა და ფიროსმანზე. ისინი ჩვენს მაღაზიასთან იქნება დაკავშირებული და მომხმარებლებს განსხვავებულ, ინოვაციურ გამოცდილებას შესთავაზებს.

ძირითადად, ტურისტებზე იქნება გათვლილი - მათ გიდის გარეშე შეეძლებათ, ითამაშონ, დაათვალიერონ და მოისმინონ.

ინფორმაციისთვის, „ლეპერტი“ წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, კულტურასა და ინოვაციას, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ლეპერტი“ საწარმოო სივრცის გაფართოებასა და ახალი შოურუმის გახსნას გეგმავს

01.10.2026.16:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა