მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილმა იაპონიის ახალ ელჩთან იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

news image
mbc image

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იაპონიის ახალ ელჩთან საქართველოში იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი  და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მათ შორის, საუბარი წარიმართა ურთიერთობის გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ. 

ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიის ბიზნეს წრეების დაახლოების მნიშვნელობას და ამ მხრივ, უფრო მეტი სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების გამართვას. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ იაპონელი ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს ტენდენცია გაგრძელდა და იაპონიიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ იაპონიიდან ყოველწლიურად ზრდადია ვიზიტორთა რიცხვი, თუმცა ითქვა, რომ ეს დინამიკა კიდევ უფრო გაიზრდებოდა პირდაპირი ავიარეისების არსებობის შემთხვევაში. 

შეხვედრის ბოლოს მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა