მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთი ბიზნესისთვის - თანამედროვე ელექტრონული კომერციის სერვისი ბიზნესს

news image
mbc image

ლიბერთი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და საქართველოს მასშტაბით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებსსთავაზობს სრულფასოვან ელექტრონული კომერციის სერვისს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ვებ-გვერდსა თუმობილურ აპლიკაციაში მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ ონლაინ გადახდები Visa და Mastercard-ის ადგილობრივი დასაერთაშორისო ბარათებით.

სერვისის ძირითადი ფუნქციონალი მოიცავს:

  • ერთჯერად გადახდებს;
  • პრეავტორიზაციას;
  • ბარათის დამახსოვრებას;
  • Apple Pay და Google Pay ელექტრონული საფულით გადახდას;
  • რეკურენტულ გადახდებს Apple Pay და Google Pay-ის საშუალებით;
  • გადახდის გაუქმებას (რეფანდი/რევერსალი).


სისტემა უზრუნველყოფილია 3D Secure დაცვის ტექნოლოგიით, რაც გარანტიას იძლევა ტრანზაქციების უმაღლესუსაფრთხოებაზე. მარტივი ინტეგრაცია, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა და მრავალფუნქციური შესაძლებლობები ბიზნესსსაშუალებას აძლევს უმოკლეს დროში დაიწყოს ონლაინ გადახდების მიღება.

ლიბერთი მერჩანტებსა და პარტნიორებს სთავაზობს ტექნიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ინტეგრაციის პროცესს მარტივსა და სწრაფს ხდის. ამისთვის სპეციალურად შექმნილია ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://libertypayments.ge/e-commerce

ბიზნეს მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ავტომატური ანგარიშგება ტრანზაქციებზე და უნიკალური ლოიალობის პროგრამა, რომელიც ეხმარება ახალი კლიენტების მოზიდვაში, არსებული მომხმარებლების შენარჩუნებასა და მათთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

„ლიბერთი აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას და მათ კონკურენტუნარიანობისზრდას. ელექტრონული კომერციის სერვისის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან დღესმომხმარებლებს  სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო გადახდის შესაძლებლობა ესაჭიროებათ.  ჩვენთვისპრიორიტეტულია, რომ  ბიზნესს ჰქონდეს მარტივი ინტეგრაციისა და მრავალფუნქციური გადაწყვეტის საშუალება, რომელიცმის საჭიროებებს სრულად მოერგება,“ -  დავით მესხიძე, ლიბერთის გადახდების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

 

ლიბერთის ელ. კომერციაში ჩასართავად შეავსეთ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/LZ9DW , ხოლო ბიზნეს ანგარიშის გახსნა შესაძლებელია დისტანციურად - https://libertybusiness.ge

 

ლიბერთი ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა