მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს

news image
mbc image

საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი - ლიბერთი, ბაზისბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი და ტერაბანკი, სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე, Nasdaq Calypso-ზე განახორციელებენ.

აღნიშნული სიახლე Nasdaq-მა მომხმარებლებს ნიუ-იორკის თაიმს სქვერზე განთავსებული ბანერით გააცნო.

Nasdaq Calypso-ის საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ეგიდით ინერგება. პროექტი ხორციელდება „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში და მიზნად ისახავს საბანკო სექტორისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და საიმედო სახაზინო ინფრასტრუქტურის შექმნას.

„Nasdaq Calypso-ის პლატფორმაზე გადასვლა ლიბერთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი სახაზინო ოპერაციების ეფექტურობასა და რისკების მართვის შესაძლებლობებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლიბერთი ქართულ სახაზინო ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა და თანმიმდევრულად აძლიერებს საკუთარ როლსა და პოზიციებს. საერთაშორისო სტანდარტის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დანერგვა სრულად შეესაბამება ლიბერთის სტრატეგიას - მუდმივად განვავითაროთ თანამედროვე საბანკო სერვისები ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის. გვჯერა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ლიბერთის, ისე მთლიანად საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში."-ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთის ფინანსური დირექტორი.

Nasdaq-თან პარტნიორობა საქართველოს საბანკო სექტორისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

ლიბერთი ბანკის შესახებ :

2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა.
ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.76 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.34 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.64 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.95 მლრდ ლარი. ბანკის 2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგება 53 მილიონი ლარია, ხოლო 2025 წელს წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა