მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

ლიბერთიმ მოსწავლის „პირველი ბარათი“ წარადგინა

news image
mbc image

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, მომხმარებლებს ახალ პროდუქტს, მოსწავლის „პირველ ბარათს“ სთავაზობს. ბარათის აღება უკვე შესაძლებელია ლიბერთის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

პირველი ბარათი | First Card 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტია, რომელიც მათ ყოველდღიური გადახდებითა და სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მშობლებს კი ლიბერთის განახლებული მობაილ ბანკის საშუალებით ბავშვის ხარჯების მარტივად და უსაფრთხოდ მართვა და კონტროლი შეუძლიათ.

„პირველი ბარათის“ შემთხვევაში პირველი არჩევანიც თავად მოსწავლეს ეკუთვნის. ბარათი ოთხ სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი და სასურველ დიზაინს მოზარდი თავად ირჩევს.

"მოსწავლის „პირველი ბარათი“ ლიბერთის უნივერსალიზაციის სტრატეგიის ნაწილია და ამ პროდუქტით ბანკმა საცალო სამომხმარებლო პროდუქტების პორტფელი კიდევ უფრო გააფართოვა, რომელიც დღეს უკვე ყველა ასაკისა და სეგმენტის მომხმარებლის საჭიროებებს მოიცავს. მადლობა მინდა გადავუხადო ლიბერთის გუნდებს, რომლებმაც ამ პროდუქტის შექმნაზე იმუშავეს.” - ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

პროდუქტის წარდგენა სასკოლო სამზადისის სეზონს ემთხვევა. „პირველი ბარათის“ მომხმარებლებისთვის ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება სპეციალურად მოსწავლეებზე მორგებული შეთავაზებები და გაზრდილი ქეშბექი სხვადასხვა კატეგორიაში.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „პირველი ბარათი“ მომხმარებლებს სწორედ ახალი სასწავლო წლის დასაწყისში შევთავაზეთ. გვინდოდა, პირველი საბანკო გამოცდილება მოზარდებისთვის ყოფილიყო მარტივი, საინტერესო და მათ საჭიროებებზე მორგებული, მშობლებისთვის კი უსაფრთხო და მოსახერხებელი.

„Back to School“ კამპანიის ფარგლებში „პირველი ბარათის“ მომხმარებლებისთვის გაზრდილი ქეშბექის შეთავაზებები მოვამზადეთ, მათ შორის განსაკუთრებული შეთავაზება პირველკლასელებისთვის სკოლის ფორმების შეძენაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომხმარებლები ქეშბექს შეძენისთანავე, მომენტალურად დაიბრუნებენ.

გვჯერა, რომ „პირველი ბარათი“ მოზარდებს ფინანსური დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლო ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. “ - ნინო პირადაშვილი, ლიბერთის საოპერაციო ბიზნესისა და დისტანციური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მოსწავლის „პირველი ბარათის“ აღება ლიბერთის ფილიალებსა და სერვის ცენტრებშია შესაძლებელი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. პროდუქტის დეტალური პირობები და „Back to School“ შეთავაზებები ხელმისაწვდომია ლიბერთის ვებგვერდზე: www.firstcard.ge

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი | ლაშა კვაჭაძე

16.09.2026.13:26

ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე, Block Stone Capital-ის დამფუძნებელი.

,,დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური პროექტი საქართველოს მსოფლიო დეველოპერულ რუკაზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს", - ამბობს ლაშა კვაჭაძე. 

ცნობისთვის, Trump Tower საქართველოშია! 2 მილიარდი დოლარის ღირებულების გენგეგმა 7 ჰექტარზე, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ იშლება - 600,000 კვ.მ სამშენებლო ფართობითა და 6 შენობით. ამ მასშტაბურ კომპლექსში პირველი სწორედ Trump Tower Tbilisi აღიმართება - 280 მეტრის სიმაღლისა და 62-სართულიანი არქიტექტურული ნიშნული.

პროექტს Archi და Invia ერთობლივად ახორციელებენ. ორმა წამყვანმა ქართულმა კომპანიამ უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე თბილისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა