ლიბერთიმ პრემიუმ საბანკო მომსახურების ახალი ბრენდი - სტუდიო ლიბერთი წარადგინა
ლიბერთიმ, მომხმარებელს ახალი, პრემიუმ საბანკო მომსახურების ბრენდი სტუდიო ლიბერთი ახლახანს გააცნო. სტუდიო ლიბერთი - ეს არის უნიკალური სივრცე, რომელიც საქართველოში პირველად ბიზნესისა და პირადი ფინანსური საჭიროებების თანაკვეთაზე შეიქმნა. სტუდიო ლიბერთიში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ერთ სივრცეში, მარტივად, ბარიერების გარეშემიიღოს გამორჩეული, თავის საჭიროებებზე მორგებული პრემიალური მომსახურება როგორც ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსებისსამართავად.
“მოხარული ვართ, რომ სტუდიო ლიბერთიში საბანკო მომსახურების სრულიად ახლებურ გამოცდილებას ვქმნით - სტუდიო სივრცემულტიფუნქციურია და ჩვენი მომხმარებლები აქ მიიღებენ პრემიალურ საბანკო მომსახურებას, ისარგებლებენ სივრცით და დაესწრებიან მხოლოდ მათთვის ორგანიზებულ საინტერესო ღონისძიებებებს.
მთავარი ფაქტორი, რაც სტუდიო ლიბერთის განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს, სტუდიო ბანკირია. ადამიანი, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება ბანკთან ყოველდღიურ ურთიერთობასა და საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში, და ამასთანავე სტუდიო სივრცის ეფექტურად ათვისებაში. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილი ბანკირების დახმარებით, სტუდიო ლიბერთის წევრები ყველა საბანკო სერვისს - როგორც ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად სწრაფად და რაც მთავარია ერთ სივრცეში მიიღებენ.’ – ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სტუდიო ლიბერთის სივრცეები ამ ეტაპზე ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში:
თბილისი - აბაშიძის 70 | ქუთაისი - გრიშაშვილის 19
სტუდიო ლიბერთის პრემიუმ და ციფრული ნაკრების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://studioliberty.ge/ka/studio-subscription-plans.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირედა საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებულიინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრულისერვისები და დისტანციური მომსახურება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.