ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ლიბერთი, ლოიალობის განვითარების მიმართულებით, აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილ პარტნიორ კომპანიებთან ერთად სოციალური, მასშტაბური პროგრამების განხორციელებას.
ამჯერად, ლიბერთიმ ლოიალობის მიმართულებით ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია დაიმეგობრა და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, გორგიას ყველა ფილიალში, შერჩეულ პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება ამოქმედდა.
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი, სპეციალური სოციალური ინიციატივის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, გორგიას ნებისმიერ ფილიალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შერჩეულ პროდუქციაზე 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელისთვის, გორგიაში 30%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა, ლიბერთის სოციალური ბარათით მხოლოდ ლიბერთის პოს ტერმინალზე გადახდის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები მთელი წლის განმავლობაში, გორგიას მიერ დაანონსებული სეზონური აქციებით და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებითაც ისარგებლებენ.
ლიბერთი, ლოიალობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, სოციალური პროექტების გაფართოვებაზე მუდმივად ზრუნავს და
ახალი პარტნიორების დამატებით, კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანს ხდის შეთავაზებებს უფროსი თაობის ადამიანებისთვის.
გორგიას შესახებ
ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. გორგია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.
ლიბერთის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.
ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალoთ საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.