მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთის მხარდაჭერით ეროვნული კონფერენცია „ედკემპ საქართველო 2024" ჩატარდა

news image
mbc image

ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, ბათუმში, მეორე ეროვნული კონფერენცია„ედკემპ საქართველო 2024" (EdCamp Georgia) გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა რეგიონის, განათლების სფეროს 300-მდე ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

აღნიშნული კონფერენციის მიზანია, ღია და მხარდამჭერი გარემოს შექმნის გზით, მასწავლებელთა თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების წახალისება.

 

გაიმართა პანელური დისკუსიები, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ინოვაციური სწავლებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობა საქართველოში. ღონისძიებაზე, ასევე, განიხილეს სკოლამდელი აღზრდის, ინკლუზიური და STEM საგნების სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტები.

 

„ვიმედოვნებთ, რომ პროექტი „EdCamp Georgia" შექმნის გარემოსა და შესაძლებლობებს ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც საქართველოში განათლების სფეროში არსებული გამოწვევების მიმართ გულგრილნი არ არიან და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სასკოლო საზოგადოებას გაუზიარონ." -  ირინა ცისკარიძე, ედკემპის დამფუძნებელი

 

,,ლიბერთი წელს გახდა  „EdCamp Georgia"  პარტნიორი. ჩვენ უკვე მრავალი წელია აქტიურად ვართჩართულები საგანმანათლებლო ინიციატივებში. ვფიქრობთ,  ედკემპის კონცეფცია  უნიკალურიპლატფორმაა  მასწავლებლებისთვის ცოდნის და გამოცდილების გასაზიარებლად. აღნიშნული, ზუსტადპასუხობს დღეს მასწავლებლების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმედოვნებთ,  ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გაღრმავდება და  ცოდნის გაზიარების ასეთი თავისუფალი და დინამიკური ფორმა, მნიშვნელოვანი  შედეგის მომტანი გახდება" - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

 

ეროვნული კონფერენცია საქართველოს მასწავლებლების, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის „პროგრესის", ლიბერთი ბანკის,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, Courtyard by Marriott Batumi-სა და სულაკაურის გამომცემლობის დაფინანსებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ქალაქ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების, სსიპ პროფესიული კოლეჯი ბლექსის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

ინიციატივა EdCamp-ი 2010 წელს ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მასწავლებლებმა გადაწყვიტეს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ალტერნატიული გზის მოძებნა. EdCamp-ის მოძრაობა 45-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში „ედკემპი" პირველად 2022 წელს ჩატარდა, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა