ლიბერთის მხარდაჭერით ონლაინ პლატფორმა Lingwing - ქართული ენის შემსწავლელ კურსს აანონსებს
22 მაისს, ლიბერთისა და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა -Lingwing- ს შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მხარდაჭერით Lingwing -მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი.პლატფორმაზე ქართული ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება ინგლისური და უკრაინული ენებიდან.
ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენა.
სასწავლო კურსი ითვალისწინებს საქართველოში მყოფი უკრანელებისთვის ქართული ენის შესწავლას.
ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება წლის ბოლომდე ყოველგვარი ღირებულების გარეშე შეისწავლოს ქართული ენა.ივნისიდან აღნიშნულ პლატფორმას დაემატება A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რაც ქართული ენის კიდევ უფრო რთულ დადახვეწილ დონეს გულისხმობს.
,,ლიბერთი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას. ამ პროექტზე უკვე ექვსი თვეა ვმუშაობთ და დღეს მოხარული ვართ,რომ Lingwing-თან პარტნიორობით შევძელით კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისსაჭიროებებთან და სწორედ მათთვის და მათი შვილებისთვის შევქმენით ქართული ენის შემსწავლელი კურსი. ჩვენი კურსისდახმარებით ისინი ისწავლიან ან განიმტკიცებენ მშობლიური ენის ცოდნას - უსასყიდლოდ, მარტივად და დამოუკიდებლად,ონლაინ ან მობილური აპლიკაციით. გარდა ამისა, მოხარული ვართ და გვეამაყება რომ ინგლისური და უკრაინული ენებისმცოდნე ადამიანები შეძლებენ მარტივად შეისწავლონ საბაზისო ქართული. " - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთისკორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
,,Lingwing წარმოადგენს წამყვან ონლაინ პლატფორმას, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტია და იყენებს ინოვაციურისწავლის მეთოდს. ჩვენი ბრენდის მთავარი ამოცანაა ყველაზე მარტივად, სახალისოდ და ხელმისაწვდომად ასწავლოს ენამომხმარებელს. დღეისთვის, ჩვენს სერვისს.საქართველოში 280 000 ადამიანზე მეტი იყენებს. ამჟამად ქვეყანაში, ბოლოსტატისტიკური მონაცემებით, 25406 უკრაინელი დევნილია და საზოგადოებაში მათი ინტეგრირებისთვის და დასაქმებისთვისმნიშვნელოვანია ქართული ენის ელემენტარული ცოდნა. ლიბერთის და Lingwing-ის თანამშრომლობა მკაფიოდ გამოხატავსჩვენს ეროვნულ ინტერესს ქართული ენის პოპულარიზაციისა და გავრცელებისთვის. ორმაგად სასიამოვნოა რომ ქართულენას შეისწავლის ის მომავალი თაობა, რომელიც ემიგრაციაში იზრდება.’’ - ვატო ველიაშვილი, ლინგვინგისდამფუძნებელი.
დეტალურად იხ: https://bit.ly/43hb2VH
ლიბერთის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსდა 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს დადასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართოქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებითსაქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორცფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები დადისტანციური მომსახურება.
ონლაინ პლატფორმა Lingwing-ის შესახებ:
Lingwing წარმოადგენს წამყვან ონლაინ პლათფორმას, რომელიც თავისთავად ტექნოლოგიური პროდუქტია და რომელიც ინოვაციური სწავლის მეთოდს იყენებს.
Lingwing-ის მთავარი ამოცანაა ყველაზე მარტივად, სახალისოდ და ხელმისაწვდომად ასწავლოს ენა მომხმარებელს. დღეისთვის, ჩვენს სერვისს.საქართველოში 280 000 ადამიანზე მეტი იყენებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.