მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთის სოციალურ პროექტებს, მარკეტების ქსელი "გვირილა" შეუერთდა

news image
mbc image

ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში,  მარკეტების ქსელთან „ გვირილა" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად,  სოციალური ბარათის მფლობელები,  ლიბერთის  ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე განსხვავებული, ე.წ.  „საბითუმო ფასით"  ისარებლებენ.

ამასთან, მარკეტების ქსელი „გვირილა" მომხმარებელს განსაკუთრებულად დაბალ ფასებთან ერთად  ლოიალობის, კერძოდ „მეგობარი ბარათის" დაგროვებით პროგრამას სთავაზობს.  „მეგობარი ბარათის" გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს  5% ,,გვირილა ქულების" სახით უბრუნდება და  აღნიშნული  „გვირილა ქულებით"  ნებისმიერი სარეალიზაციო პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

"ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. მრავალი წელია,  ბანკი წარმატებით ახორციელებს სოციალურ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები და  სოციალური ბარათის მფლობელებისთვისაა შექმნილი. ჩვენს გუნდს კარგად ესმის უფროსი თაობის ადამიანების მოთხოვნილებები და ამიტომ კიდევ უფრო ვაფართოვებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს.

დღეს, ძალიან საინტერესო და სტრატეგიულად  მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. გაფორმდა მემორანდუმი მარკეტების ქსელთან ,,გვირილა" , რომლის ფარგლებში, ყველა ადამიანი, ვინც ლიბერთის სოციალურ ბარათს ფლობს,  ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერი პროდუქციის შეძენას ე.წ. "საბითუმო ფასით" შეძლებენ.

სოციალური პროექტების განვითარების  სტრატეგიის ფარგლებში, ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულების ბაზრის ლიდერ  კომპანიასთან. ჩვენი გუნდის ძალისხმევით და კომპანიების ჩართულობით, ვიმედოვნებთ,  სულ მალე, სოციალური ბარათის მფლობელები, განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობას მათთვის საინტერესო, კიდევ უფრო განსხვავებულ კატეგორიაშიც შეძლებენ" - დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

,, ჩვენი მთავარი საზრუნავია, მომხმარებლის ასორტიმენტული, ხარისხობრივი და  საფასო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. კომპანიის  განვითარების სტრატეგია რამდენიმე მიმართულებისგან  შედგება და ლიბერთისთან ერთობლივი პროექტიც ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.  მოხარული ვართ, რომ ლიბერთის პარტნიორები გავხდით. ეს გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი სარგებელი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. პროექტის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს ,,საბითუმო ფასთან" ერთად ,,მეგობარი ბარათის" გატარებისას 5% უკან დაუბრუნდებათ. ლიბერთის სოციალური ბარათით და ჩვენი ,,მეგობარი ბარათით"    სარგებლობისას მომხმარებელს სხვადასხვა აქცია დახვდებათ.

„გვირილას" ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ვმუშაობთ, რომ იმედი არასოდეს გავუცრუოთ  ჩვენს მომხმარებლებს და ჩვენს მიერ დაკავებული ნიშა, რომელიც "მარკეტი სახლთან ახლოს" გულისხმობს, მოსახერხებელი და კომფორტული იყოს  მომხმარებლებისთვის" - გიორგი ტაბახმელაშვილი, მარკეტების ქსელი ,,გვირილას"  აღმასრულებელი დირექტორი.

 

 

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

მარკეტების ქსელი „გვირილა" 350-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. კომპანია ბაზარზე  2022 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად დროის სიმცირისა, არსებულ მძაფრ კონკურენტულ გარემოში შეძლო დედაქალაქსა თუ სხვა რეგიონებში ბაზრის მოწინავე პოზიციის დაკავება როგორც ქსელის მასშტაბით, ასევე გაყიდვების მზარდი დინამიკით.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა