მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთისა და ,,მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

ლიბერთი აგრძელებს  სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებს. ამჯერად, ლიბერთისა და  ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი - ,,მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, ლიბერთის ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე. ასევე ამ მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველ შაბათს ჩატარდება კატარაქტის და გლაუკომის უფასო სკრინინგი. მომსახურების მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენა.

 ,,ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლები,  ვინც სარგებლობს ლიბერთის სოციალური ბარათებით, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ ,,მზერაში“ მიიღებენ  თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული გულისხმობს
ოფთალმოლოგიურ,  ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, მამოლოგიურ და სხვა სახის სამედიცინო სერვისებზე, სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობას. ვფიქრობთ, ასეთი  თანამშრომლობით ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას შევუწყობთ ხელს“ - გიორგი ჩიჩუა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამედიცინო ცენტრი ,,მზერას“ კლინიკური დირექტორი.

„უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ლიბერთის პრიორიტეტია. მრავალი წელია, ჩვენს ბანკში წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც მორგებულია სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე.

დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში „მზერა“, სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ, რისთვისაც ერთადერთი აუცილებელი პირობაა - თანხის გადახდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით - ლიბერთის ტერმინალზე. მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურად, ლიბერთის სოციალური ბარათის შეთავაზებებით  კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს და ლიბერთის ბარათით გადახდისას მნიშვნელოვან დანაზოგს აკეთებს.“ - დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი ,, მზერა“, ლიბერთის მომხმარებლებს მომსახურებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენის შემდგომ გაუწევს. საყურადღებოა ის, რომ უფასო სკრინინგის მომსახურება არ გავრცელდება სამედიცინო ცენტრის არსებულ პაციენტებზე. რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით სპეციალური ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ სერვისებზე :

  • - 50%  ზოგადი ქირურგის კონსულტაცია
  • - 50%  პროქტოლოგის კონსულტაცია
  • - 50%  გინეკოლოგის კონსულტაცია
  • - 50%  მამოლოგის კონსულტაცია

 

  • - 30%  ოფთალმოლოგის კონსულტაცია

 

  • - 30% გასტროენტეროლოგის კონსულტაცია

 

  •  - 30% კარდიოლოგის კონსულტაცია

 

  •  - 30% ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
  • - 30% ნევროპათოლოგის კონსულტაცია

 

     

 

  • - 20%  თვალის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT)
  • - 20% პერიმეტრია (მხედველობის ველის შემოწმება)
  • - 20% თვალისა და თვალბუდის ულტრაბგერითი გამოკვლევა B-სკანირება
  • - 20% თვალის ფსკერის ფოტოანგიოგრაფია

 

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

ვიზიტის დასაჯავშნად მიმართეთ:

Tel  0322117711; 596565588

Facebook https://www.facebook.com/chichuamedicalcentermzera/?locale=ka_GE

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა