„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმის SOLO ლაუნჯში, Solo Business Talks-ის პირველი შეხვედრა გაიმართა თემაზე - „ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“.ღონისძიებას უძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა - სპიკერი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტილიდერობისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურისაკითხები, მათ შორის ქართული კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები მენეჯმენტისა დალიდერობის კუთხით; ის ფაქტორები, რომლებიც კომპანიებს საუკეთესო თანამშრომლებისმოზიდვასა და შენარჩუნებაში ეხმარება; ასევე ტექნოლოგიური ინოვაციების მუდმივი დანერგვისსაკითხები და სხვა დეტალები.
ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, რაც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობასაძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და სპიკერთან ერთადგანეხილათ მათთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები.
Solo Business Talks ყოველთვიური შეხვედრების სერიაა და მასში მონაწილეობა SOLO Business ნაკრების მფლობელებს შეუძლიათ. ინიციატივის მიზანია საშუალო ბიზნესისწარმომადგენლებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, თანამედროვეგამოწვევებზე მსჯელობა და ძლიერი პროფესიული კავშირის შექმნა.
თუ ბათუმში საშუალო ზომის ბიზნესს მართავთ, მაგრამ ჯერ არ ფლობთ SOLO Business ნაკრებს, მოითხოვეთ ის საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.