მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლილოში, ბიოდიზელის საწარმოს მშენებლობას ვიწყებთ - „ბიოდიზელი ჯორჯია“

news image
mbc image

2024 წლის მარტიდან კომპანია "ბიოდიზელი ჯორჯია" ლილოში, Green Hub-ის ტერიტორიაზე ბიოდიზელის საწარმოს მშენებლობას დაიწყებს, რისთვისაც 3 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას ვარაუდობს.

როგორც Business Insider Georgia-სთან "ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მურმან პატარაია განაცხადა, საწარმოს მშენებლობისთვის საჭირო თანხების ნაწილს კომპანია თავად დაფარავს, ხოლო ნაწილის მოძიებას ფინანსური ინსტიტუტებიდან უზრუნველყოფს. 

„ბიოდიზელი ჯორჯიასთვის“ 2023 წელი იყო საკმაოდ წარმატებული. გასულ წელს დავასრულეთ დოკუმენტზე მუშაობა. მარტიდან ახალი გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა უნდა დავიწყოთ, რომელიც Green Hub-ის ტერიტორიაზე განთავსდება. 2023 წელი მთლიანად დავუთმეთ ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევას და მათ შორის  დოკუმენტ ბრუნვას. დოკუმენტაცია მომზადდა და შეთანხმდა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. საწარმოს შესაძლებლობა ექნება წლიურ ჭრილში 3000 მეტრული ტონა ნედლეული გადაამუშაოს და მიიღოს შესაბამისი ბიოსაწვავი. ინვესტიცია იქნება ჩვენი და დავიხმართ ასევე ფინანსურ ინსტიტუტებს, საუბარია 3-დან 5 მლნ ევრომდე ინვესტიციაზე. თუმცა წინასწარ გათვლას მაინც 3 მლნ ევროს ინვესტიციაზე ვაკეთებთ“, - განაცხადა მურმან პატარაიამ. 

"ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კომპანია ბიოდიზელის წარმოებას მთლიანად საქართველოში განახორციელებს. 

„ნედლეულის შეგროვების კუთხითაც 2023 წელი ასევე წარმატებული იყო ჩვენთვის. მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 150 მეტრული ტონა ნედლეული შეგროვდა. გეტყვით, რომ შეგროვებული მასალიდან 10%-ის წარმოება ადგილზე, ჩვენს მცირე საწარმოში მოხდა, ხოლო დანარჩენის გადამუშავება ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან, გერმანიასა და პორტუგალიაში.

ახალი საწარმოს მშენებლობის დასრულებას 2024 წლის ბოლომდე ვარაუდობთ და შესაბამისად გადამუშავება/წარმოება 100%-ით უკვე საქართველოში განხორციელდება“, - აღნიშნა მურმან პატარაიამ. 

ირკვევა, რომ 2024-2025 წლებში საპილოტე პროექტი განხორციელდება და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მუნიციპალური სერვისების განხორციელება სწორედ ბიოდიზელით მოხდება. 

„მოგეხსენებათ, რომ დამტკიცდა კლიმატის სამოქმედო გეგმა, სადაც პირდაპირაა ნახსენებია კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“, ბიო საწვავის წარმოება და წარმოების წახალისება. ასევე წლის განმავლობაში უნდა შეირჩეს სატესტო მუნიციპალიტეტი, სადაც სწორედ ბიოდიზელზე მოხდება მუნიციპალური სერვისების გამწევი ტექნიკის მუშაობა. ეს იქნება ავტობუსი, ნაგავმზიდი თუ სხვა ტექნიკა სატესტო რეჟიმში გადავა ბიოდიზელის მოხმარებაზე. ანუ საწყის ეტაპზე მოხდება ერთ მუნიციპალიტეტში სატესტო რეჟიმში მუშაობა, საპილოტე პროექტი გაკეთდება, რომლის კოპირებაც შემდგომ, ეტაპობრივად, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.

ეს არის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილი. ახალი ქარხნის მშენებლობაც ამ სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი , რომელიც მომზადებულია სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მხარდაჭერა, წახალისება და იმპლემენტაცია პროსექტორული თანამშრომლობით მოხდება“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან "ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა.

სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო "ბიოდიზელი ჯორჯია" ბიოდიზელის მიღებას მეორეული მცენარეული და ცხოველური ზეთებისგან ახდენს, ხოლო წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს ძირითადად ჰორეკა სექტორიდან იბარებს. 

ცნობილია, რომ „ბიოდიზელი ჯორჯია" ლილოში ახალ პროექტს Green Hub ახორციელებს, სადაც სამომავლოდ ბიოდიზელის ახალი გადამამუშავებელი საწარმოს გარდა თავს მოიყრის ყველა ის გადამამუშავებელი, რომელიც ნარჩენებიდან იწარმოება. ანუ Green Hub-ი ღია იქნება სხვა „მწვანე“ ბიზნესების.

აღსანიშნავია, რომ ევროპულ ქვეყნებში, ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის ტიპის საწვავი უკვე ბიოდიზელთან ბრენდირებული სახით იყიდება, სადაც ბიოდიზელის შემადგენლობა ნავთობდიზელში 7%-მდე აღწევს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა