მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.8
-0.0052
flag
AZN 1.5614
-0.0009
flag
CNY 39.274
-0.0027
flag
EUR 3.0787
-0.0048
flag
GBP 3.5605
-0.0041
flag
KZT 54.25
-0.0026
flag
TRY 0.0573
-0.0001
flag
USD 2.6543
-0.0011
news banner

„ლილუაშვილის მამული“ 2025 წლის და კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ

news image
mbc image

„ლილუაშვილის მამული“ საოჯახო სასტუმროსა და მარანს აერთიანებს და ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, მათე ლილუაშვილს ესაუბრა.

„2025 წელს დადებითად ვაფასებთ. ჩვენი ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა. მონაწილეობა მივიღეთ „გემო ფესტში“, სადაც განსხვავებული მენიუ წარვადგინეთ.
ამასთან, 2025 წელს ახალი მიმართულებაც დავიმატეთ, რაც საშემოდგომო აქტივობებსა და მასტერკლასებს გულისხმობს სკოლისა და ბაღის ბავშვებისთვის, რომლებიც იმერული ვახშმით სრულდება. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევა იყო, რომელსაც წარმატებით გავართვით თავი.

საოჯახო მარანის მიმართულებითაც წარმატებული წელი გვქონდა. უფრო აქტიურად ჩავერთეთ სხვადასხვა გამოფენაში. ნოემბერში ავსტრიაში ვიმყოფებოდით, სამომავლოდ კი ჩინეთში გამგზავრებას ვგეგმავთ.

ამ ეტაპზე სამი სახეობის ღვინო გვაქვს. ასევე ვამზადებთ ლიქიორებს ბებიის რეცეპტით. არომატები მრავალფეროვანია - ბუშმალა, ჟოლო, ალუბალი და ჩვენი ეზოს ვარდის ლიქიორი, რომლებიც მომხმარებელთა დიდ მოწონებას იწვევს “, - აცხადებს მათე ლილუაშვილი.

სამომავლოდ „ლილუაშვილის მამული“ გაფართოებას და ფინური ტიპის საუნის დამატებას გეგმავს.

სამომავლოდ ტერასაზე ფინური საუნის მოწყობას ვგეგმავთ, რომელსაც პატარა მრგვალი აუზიც ექნება “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, „ლილუაშვილის მამული“ იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორაში მდებარეობს. ბუნებაში ჩაფლული მამული ორსაუკუნოვან მეღვინეობას, საოჯახო სასტუმროსა და იმერულ სამზარეულოს აერთიანებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ჩირიფრუტი“ საწარმოო პროცესების სრულყოფასა და გაყიდვების ქსელის გაფართოებას გეგმავს

18.06.2026.16:00

ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ჩირიფრუტი“, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ამჟამად საწარმოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება და წარმოების პროცესების სრულყოფაზე მუშაობს. კომპანია პარალელურად ასორტიმენტის გაფართოებასა და გაყიდვების ქსელის ზრდასაც გეგმავს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „ჩირიფრუტის“ წარმომადგენელი მარიამ ჯიქია ესაუბრა.

რა ეტაპზეა დღეს „ჩირიფრუტის“ საწარმო და სრულად ამუშავდა თუ არა წარმოების პროცესი?

დღეს „ჩირიფრუტი“ განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა. ვასრულებთ საწარმოს მოწყობას და წარმოების პროცესების სრულყოფას, რათა ყველა პროდუქტი კიდევ უფრო მაღალი ხარისხით და სტანდარტით მივაწოდოთ მომხმარებელს. ეს არის პერიოდი, როდესაც საფუძველს ვქმნით კომპანიის მომდევნო წლების ზრდისთვის.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და იგეგმება თუ არა ახალი პროდუქტების დამატება?

⁠ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ჩირს, ჩურჩხელას, შოკოლადის ტკბილეულს და სასაჩუქრე ულამაზეს ნაკრებებს. „ჩირიფრუტის“ გუნდი მუდმივად მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტებს, რადგან სწორედ ეს არის „ჩირიფრუტის“ მთავარი ღირებულება.

როგორ ნაწილდება გაყიდვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე? და გაქვთ თუ არა სიახლეები ექსპორტის მიმართულებით?

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ფოკუსი ქართული ბაზარია. ვმუშაობთ იმისთვის, რომ „ჩირიფრუტი“ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი მაღაზიებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ტურისტულ ობიექტებში. დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბრენდის გაძლიერება, მომხმარებელთან კიდევ უფრო დაახლოება და გაყიდვების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

⁠მომდევნო ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა წარმოების სრულად გამართვა, ხარისხის სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესება და გაყიდვების ქსელის გაფართოება. ჩვენი მიზანია, „ჩირიფრუტი“ მომხმარებლისთვის ქართული, ნატურალური და ხარისხიანი პროდუქტის სიმბოლოდ იქცეს. სწორედ ამ მიმართულებით ვდებთ დღეს ყველაზე დიდ რესურსს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა