„ლილუაშვილის მამული“ საქმიანობას აფართოებს და თბილისში კვების ობიექტს ხსნის
„ლილუაშვილის მამული“ ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა, რომელიც სასტუმროს, მარანსა და გასტრონომიულ გამოცდილებას აერთიანებს. ადგილობრივი ვიზიტორების მზარდ ინტერესზე, მიმდინარე შედეგებზე, საერთაშორისო აქტივობებსა და თბილისში ახალი ობიექტის გახსნის გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, მათე ლილუაშვილს ესაუბრა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ცნობადობა თანდათან იზრდება და ამას ვიზიტორთა რაოდენობაც ადასტურებს. თუ ადრე ძირითადად ტურისტები გვსტუმრობდნენ, დღეს მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. გვყავს სტუმრები ბათუმიდან, სამეგრელოდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათთვის რეგულარულად ვაწყობთ ტრადიციულ ვახშმებს, რაც განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა სკოლის მოსწავლეთა ჯგუფების რაოდენობაც. მათთვის ვატარებთ მასტერკლასებს, სადაც ქართული კულინარიული ტრადიციებისა და ადგილობრივი კულტურის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ. მასტერკლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატებსაც გადაცემთ“, - აცხადებს მათე ლილუაშვილი.

კომპანია აქტიურად მონაწილეობს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო გამოფენებში.
„აქტიურად ვმონაწილეობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში. პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, წარმოდგენილები ვართ და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ.
გარდა ამისა, როგორც გასულ წელს, წელსაც ვგეგმავთ „გემო ფესტში“ მონაწილეობას. წინა წლის ფესტივალზე ჩვენი პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ბევრი სტუმარი ინტერესდებოდა, გვქონდა თუ არა ობიექტი თბილისში. სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ გაფართოების გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში თბილისში გავხსნით კვების ობიექტს, სადაც მომხმარებლები შეძლებენ იმ კერძების დაგემოვნებას, რომლებსაც „გემო ფესტზე“ წარვადგენთ. გარდა ამისა, გვექნება გამოძახების სერვისი და ჩვენი კერძები ღვინოსთან ერთად თბილისის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი“,- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, „ლილუაშვილის მამული“ იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორაში მდებარეობს და ბუნებაში ჩაფლული მამული ორსაუკუნოვან მეღვინეობას, საოჯახო სასტუმროსა და იმერულ სამზარეულოს აერთიანებს.
სხვა სიახლეები
როგორ პასუხობს Mio Gelato მომხმარებლის მოთხოვნებს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
18.06.2026.12:00
Mio Gelato იტალიური ჯელატოსა და დესერტების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან გემოებსა და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქტებს სთავაზობს. ბრენდის მიმდინარე სიახლეებზე, ასორტიმენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე Business Insider Georgia Mio Gelato-ს დამფუძნებელს, ნათია ფხაკაძეს ესაუბრა.
რა არის Mio Gelato-ს მიმდინარე სიახლეები და რა ცვლილებები შეიტანეთ ბოლო პერიოდში ასორტიმენტში?
Mio Gelato მუდმივად მუშაობს მომხმარებლისთვის ახალი და მრავალფეროვანი გემოების შეთავაზებაზე. ბოლო პერიოდში, გავაფართოვეთ როგორც ჯელატოს, ისე დესერტებისა და სასმელების ასორტიმენტი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სეზონურ არომატებს, ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებასა და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქტებს. ასევე განვაახლეთ ვაფლებისა და ცივი სასმელების ასორტიმენტიც, რათა სტუმრებმა ერთ სივრცეში უფრო მრავალფეროვანი არჩევანი მიიღონ.

როგორია დღეს ნაყინის ბაზრის სეზონურობა საქართველოში და რა ტენდენციებს ხედავთ მომხმარებლის ქცევაში?
საქართველოში ნაყინის ბაზარი კვლავ მკვეთრად სეზონურია, თუმცა ბოლო წლებში ხარისხიანი ჯელატოს მიმართ ინტერესი მთელი წლის განმავლობაში იზრდება. მომხმარებელი უფრო მეტად ეძებს ნატურალურ, პრემიუმ ხარისხის პროდუქტს, ინტერესდება ახალი და განსხვავებული გემოებით და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროდუქტის შემადგენლობას. ასევე გაიზარდა მოთხოვნა ვიზუალურად საინტერესო დესერტებზე.

როგორ მუშაობს Mio Gelato ახალი არომატების შექმნისა და ასორტიმენტის განახლების პროცესზე?
ახალი არომატების შექმნა იწყება მსოფლიო ტენდენციების, მომხმარებელთა უკუკავშირისა და სეზონური პროდუქტების ანალიზით. იდეების შერჩევის შემდეგ ვამზადებთ საცდელ ვერსიებს, ვატარებთ დეგუსტაციებს და ვაფასებთ მომხმარებლის რეაქციას. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ახალი პროდუქტის სრულფასოვნად დამატება ასორტიმენტში. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ კლასიკური იტალიური ჯელატოს ტრადიცია და მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ - გაფართოების, ახალი პროდუქტების ან კონცეფციის განვითარების მიმართულებით?
Mio Gelato-ს განვითარების სტრატეგია მოიცავს როგორც ახალი ლოკაციების ათვისებას, ისე პროდუქციის ხაზის გაფართოებას. ვმუშაობთ ახალი დესერტების, სასმელებისა და სპეციალური სეზონური შეთავაზებების შექმნაზე.
ასევე ვგეგმავთ ბრენდის კიდევ უფრო გაძლიერებას, თანამედროვე დიზაინისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით, რათა Mio Gelato ასოცირდებოდეს არა მხოლოდ ნაყინთან, არამედ სასიამოვნო ემოციებთან და ხარისხიან იტალიურ ჯელატოს კულტურასთან.

ინფორმაციისთვის, Mio Gelato ქალაქ ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე #7 -ში მდებარეობს.