მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.4
0.0031
flag
AZN 1.5711
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0007
flag
EUR 3.1003
-0.0092
flag
GBP 3.5762
-0.0147
flag
KZT 55.17
-0.0047
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6708
-0.0008
news banner

საქართველოს ბანკმა 300,000,000 აშშ დოლარის ოდენობის 6.50%-იანი ობლიგაციები გამოუშვა

news image

2026 წლის 27 მაისს, Lion Finance Group-ის შვილობილმა საქართველოს ბანკმა წარმატებით განათავსა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 6.50%-იანი არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები, რომლის ვადაც ვადა 2031 წლის 3 ივნისითაა განსაზღვრული.

ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მათი ანგარიშსწორება 2026 წლის 3 ივნისს არის მოსალოდნელი. ფასიანი ქაღალდები Reg S/Rule 144A-ის წესების შესაბამისად გამოიცემა და მათი ფასი ძირითადი მოცულობის 99.475%-ით განისაზღვრა.

ტრანზაქციამ საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია - განთავსების პროცესის პიკურ ეტაპზე მოთხოვნა გამოშვების მოცულობას 3-ჯერ აღემატებოდა. ობლიგაციებზე საპროცენტო სარგებელი ნახევარწლიურად გადაიხდება.

ტრანზაქციის წამყვანი ორგანიზატორები არიან Citigroup და JPMorgan Chase, ხოლო თანაორგანიზატორის როლს Galt & Taggart ასრულებს.

ინგლისისა და აშშ-ის ფედერალური სამართლის მიმართულებით წამყვანი ორგანიზატორების იურიდიული მრჩეველია Sidley Austin, ხოლო ქართული სამართლის მიმართულებით - Dentons Georgia.

ინგლისისა და აშშ-ის ფედერალური სამართლის მიმართულებით ბანკის იურიდიული მრჩეველია Baker McKenzie, ხოლო ქართული სამართლის მიმართულებით - Andersen.

ობლიგაციების განთავსება მოსალოდნელია Euronext Dublin-ზე, ხოლო მათ Moody's-ისგან მინიჭებული Ba2 რეიტინგი აქვთ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე PLUS - ის დაბადების დღისთვის - იშოპინგე და დააგროვე მეტი PLUS ქულა

29.05.2026.18:13

საქართველოს ბანკი PLUS-ის დაბადების დღის ფარგლებში მომხმარებლებისთვის სპეციალურ შეთავაზებებს აგრძელებს. PLUS ბარათის მფლობელებს სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში PLUS ქულების ქეშბექი დახვდებათ.
1 ივნისს, Puma-ში, Under Armour-ში, Adidas-სა და Top Sport-ში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (ყველა ობიექტში ჯამურად, მაქსიმუმ 200 ლარის PLUS ქულა)
შეთავაზება არ ვრცელდება Outlet Village-ის ფილიალებზე, ასევე Top Sport-ში Nike-ისა და Crocs-ის ბრენდებზე.
შეთავაზებები დაგხვდებათ სხვა პარტნიორ ობიექტებშიც: 2 ივნისს - Enza Home-ში; 4 ივნისს - Matalan-ში, 5 ივნისს - Principe-ში, ხოლო 6 ივნისს Penti-ში, 20%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებთ.
1 ივნისს Giordano-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 30%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულა).
31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, Chita-ს ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულა)
გარდა ამისა, 25 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, Drawbox-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 20%-იან PLUS ქულების ქეშბექით ისარგებლებენ.
სპეციალური შეთავაზება ელოდებათ მომხმარებლებს Ritzy Space-შიც - 31 დეკემბრის ჩათვლით, PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ქულების სახით. შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკური, ასევე Wallet-ში დამატებული ბარათით გადახდისას.
ინფორმაციისთვის, შეთავაზებებით სარგებლობისთვის აუცილებელია PLUS ბარათის გამოყენება და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი კი მომენტალურად აისახება ანგარიშზე.
ასე რომ, მოემზადე PLUS დაბადების დღისთვის, შეიძინე სასურველი ნივთი და მიიღე უფრო მეტი სარგებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა