მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა 2026 წლის პირველი ნახევრის საცალო საბანკო საქმიანობის შედეგები წარადგინა

news image
mbc image

Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა 2026 წლის პირველი ნახევრის საცალო საბანკო საქმიანობის შედეგები წარადგინა. 

Ameriabank-ის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა არმან ბარსეღიანმა წარმოადგინა ბანკის 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები, ბოლო წლების საქმიანობის მიმოხილვა, მიღწეული ძირითადი ეტაპები, განვითარების პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები საცალო საბანკო სექტორში.

ბარსეღიანის განცხადებით, Ameriabank-ს ამჟამად 900 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ბანკის მომხმარებელთა ბაზა საშუალოდ 23.41%-ით იზრდებოდა, ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში გაორმაგდა.

მომხმარებელთა ბაზის გაფართოებასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებლების ციფრული ჩართულობაც. კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების (Monthly Active Users – MAU) რაოდენობა საშუალოდ 55.81%-ით იზრდებოდა.

2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, Ameriabank-ის საცალო დეპოზიტების პორტფელმა 1 ტრილიონ 30 მილიარდ სომხურ დრამს გადააჭარბა. ვადიანი დეპოზიტების პორტფელი წლის დასაწყისიდან 19%-ით გაიზარდა და 423 მილიარდი დრამი შეადგინა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტების პორტფელი 18%-ით გაიზარდა და 446 მილიარდ დრამს მიაღწია.

Ameriabank-ის საცალო სესხების პორტფელი წლის დასაწყისიდან 10%-ზე მეტით გაიზარდა და 2026 წლის 30 ივნისისთვის 800 მილიარდ დრამს გადააჭარბა. ამავე პერიოდში იპოთეკური სესხების პორტფელი 12%-ით გაიზარდა და 400 მილიარდ დრამს გადააჭარბა.

2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, Ameriabank-ის ობლიგაციების პორტფელმა 160 მილიარდი დრამი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Ameriabank-მა სრულად განათავსა თავისი პირველი 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პერპეტუალური ობლიგაციები, რაც ბანკის კაპიტალის პოზიციის გაძლიერებასა და დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციას შეუწყო ხელი.

არმან ბარსეღიანმა ასევე ისაუბრა MyAmeria აპლიკაციის ახალ ფუნქციებზე, ასევე MyHome, MyCar, MyInvest და MyBusiness პლატფორმების განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და ბანკის ინიციატივებზე ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით.

ციფრული პლატფორმების განვითარებასა და გაუმჯობესებასთან ერთად, Ameriabank პრიორიტეტად მიიჩნევს ფილიალების ქსელის გაფართოებასაც, რათა უზრუნველყოს რეგიონებში მომსახურების ხელმისაწვდომობა და მომხმარებლებთან უფრო მეტად ლოკალიზებული ურთიერთობა.

კერძოდ, მიმდინარე წელს ბანკმა პირველი Ameria-ს ფილიალები გახსნა არარატის რეგიონსა და ერევნის ნორკ-მარაშის ადმინისტრაციულ რაიონში. წლის ბოლომდე კიდევ ორი ფილიალის გახსნა იგეგმება, რომლებიც სპეციალურად ბანკის Premium და Persona მომხმარებლებს მოემსახურება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა 2026 წლის პირველი ნახევრის საცალო საბანკო საქმიანობის შედეგები წარადგინა

03.08.2026.14:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა