მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7171.9
0.012
flag
AZN 1.5441
-0.0006
flag
CNY 38.866
-0.003
flag
EUR 3.0239
0.0033
flag
GBP 3.5323
0.0015
flag
KZT 55.3
-0.0011
flag
TRY 0.0552
-0.0001
flag
USD 2.6249
-0.001
news banner

Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank წლის ბოლომდე ორი ფილიალის გახსნა გეგმავს - როგორია მიმდინარე გეგმები

news image
mbc image

Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა 2026 წლის პირველი ნახევრის საცალო საბანკო საქმიანობის შედეგები წარადგინა. 

Ameriabank-ის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა არმან ბარსეღიანმა წარმოადგინა ბანკის 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები, ბოლო წლების საქმიანობის მიმოხილვა, მიღწეული ძირითადი ეტაპები, განვითარების პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები საცალო საბანკო სექტორში.

ბარსეღიანის განცხადებით, Ameriabank-ს ამჟამად 900 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ბანკის მომხმარებელთა ბაზა საშუალოდ 23.41%-ით იზრდებოდა, ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში გაორმაგდა.

მომხმარებელთა ბაზის გაფართოებასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებლების ციფრული ჩართულობაც. კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების (Monthly Active Users – MAU) რაოდენობა საშუალოდ 55.81%-ით იზრდებოდა.

2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, Ameriabank-ის საცალო დეპოზიტების პორტფელმა 1 ტრილიონ 30 მილიარდ სომხურ დრამს გადააჭარბა. ვადიანი დეპოზიტების პორტფელი წლის დასაწყისიდან 19%-ით გაიზარდა და 423 მილიარდი დრამი შეადგინა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტების პორტფელი 18%-ით გაიზარდა და 446 მილიარდ დრამს მიაღწია.

Ameriabank-ის საცალო სესხების პორტფელი წლის დასაწყისიდან 10%-ზე მეტით გაიზარდა და 2026 წლის 30 ივნისისთვის 800 მილიარდ დრამს გადააჭარბა. ამავე პერიოდში იპოთეკური სესხების პორტფელი 12%-ით გაიზარდა და 400 მილიარდ დრამს გადააჭარბა.

2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, Ameriabank-ის ობლიგაციების პორტფელმა 160 მილიარდი დრამი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Ameriabank-მა სრულად განათავსა თავისი პირველი 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პერპეტუალური ობლიგაციები, რაც ბანკის კაპიტალის პოზიციის გაძლიერებასა და დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციას შეუწყო ხელი.

არმან ბარსეღიანმა ასევე ისაუბრა MyAmeria აპლიკაციის ახალ ფუნქციებზე, ასევე MyHome, MyCar, MyInvest და MyBusiness პლატფორმების განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და ბანკის ინიციატივებზე ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით.

ციფრული პლატფორმების განვითარებასა და გაუმჯობესებასთან ერთად, Ameriabank პრიორიტეტად მიიჩნევს ფილიალების ქსელის გაფართოებასაც, რათა უზრუნველყოს რეგიონებში მომსახურების ხელმისაწვდომობა და მომხმარებლებთან უფრო მეტად ლოკალიზებული ურთიერთობა.

კერძოდ, მიმდინარე წელს ბანკმა პირველი Ameria-ს ფილიალები გახსნა არარატის რეგიონსა და ერევნის ნორკ-მარაშის ადმინისტრაციულ რაიონში. წლის ბოლომდე კიდევ ორი ფილიალის გახსნა იგეგმება, რომლებიც სპეციალურად ბანკის Premium და Persona მომხმარებლებს მოემსახურება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გალტ & თაგარტი რეგიონის ბაზრების კვლევას აძლიერებს - ახალი პუბლიკაცია უზბეკეთის ეკონომიკის პოტენციალის შესახებ

03.08.2026.18:19

გალტ & თაგარტმა უზბეკეთის ეკონომიკის შესახებ სიღრმისეული კვლევა გამოაქვეყნა — „Uzbekistan Economy – Still Unlocking Its Potential". მიუხედავად ქვეყნის მზარდი როლისა რეგიონში, მისი ეკონომიკის დამოუკიდებელი, სიღრმისეული ანალიზი დღემდე მწირია — სწორედ ამ ხარვეზს ავსებს გალტ & თაგარტის აღნიშნული ნაშრომი. ამგვარი კვლევებით კომპანია თანმიმდევრულად იკავებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვანი საინვესტიციო ბანკისა და ინსტიტუციური და კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორის პოზიციებს.
კვლევა უზბეკეთის ეკონომიკის სწრაფ ტრანსფორმაციას, მიმდინარე რეფორმებს, ზრდის ახალ მამოძრავებელ ფაქტორებს, სექტორულ დინამიკას, ექსპორტის სტრუქტურას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საინვესტიციო პერსპექტივებს ეხება. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანალიტიკურ რესურსს როგორც ქვეყანაში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე აქტივების მმართველი (Asset Management) კომპანიებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისა და კაპიტალის ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც უზბეკეთში საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებენ და გადაწყვეტილებებს მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ.

კვლევის მიხედვით, 2017 წლის სავალუტო კურსის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების დაწყების შემდეგ, უზბეკეთის ეკონომიკა საშუალოდ 6.6%-ით იზრდებოდა ყოველწლიურად, ხოლო 2025 წელს ზრდამ 7.7%-ს მიაღწია. გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2026 წელს მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნდება და ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდება. ამასთან, 2017 წლის შემდეგ რეალური ხელფასები 82%-ით გაიზარდა, ხოლო სიღარიბის დონე დღიური 3 დოლარის ზღვარზე 2.3%-მდე შემცირდა. სამრეწველო წარმოების წილი ეკონომიკაში გაორმაგდა - 2010 წლის 10.4%-დან 2025 წელს 20.8%-მდე - და ქვეყნის უმსხვილეს სექტორად იქცა. მთავრობის ვალი 2025 წლის ბოლოს მშპ-ის მხოლოდ 31.9%-ს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია 60%-იან საკანონმდებლო ზღვართან შედარებით. ეს მაჩვენებლები უზბეკეთს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საინვესტიციო ბაზრად აქცევს. 

“უზბეკეთი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ეკონომიკაა, თუმცა მისი სიღრმისეული ანალიზი დღემდე მწირია. ჩვენი კვლევა სწორედ ამ ხარვეზს ავსებს და ჩვენს ინსტიტუციურ და კერძო ინვესტორებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის — ეს კი ამყარებს ჩვენს, როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, პოზიციებს“, — აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი.

„ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ექსპერტიზა საქართველოს ბაზრის ფარგლებს გასცდეს და ინვესტორებსა და ბიზნესებს მაღალი ხარისხის, სიღრმისეული ანალიტიკა შევთავაზოთ. მომავალში კვლევით დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავაფართოებთ“, — აცხადებს გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, ევა ბოჭორიშვილი.

აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის კვლევითი და საინვესტიციო მიმართულება საერთაშორისო გამოცემების მიერაა აღიარებული - 2026 წელს Euromoney-მ კომპანია საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესოდ დაასახელა, ხოლო Global Finance-მა გალტ & თაგარტს საქართველოში წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მიანიჭა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა