Lion Finance Group-ის შვილობილის, Ameriabank-ის ციფრულ ეკოსისტემაში ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 55.81%-ით იზრდებოდა
Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა 2026 წლის პირველი ნახევრის საცალო საბანკო საქმიანობის შედეგები წარადგინა.
Ameriabank-ის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა არმან ბარსეღიანმა წარმოადგინა ბანკის 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები, ბოლო წლების საქმიანობის მიმოხილვა, მიღწეული ძირითადი ეტაპები, განვითარების პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები საცალო საბანკო სექტორში.
ბარსეღიანის განცხადებით, Ameriabank-ს ამჟამად 900 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ბანკის მომხმარებელთა ბაზა საშუალოდ 23.41%-ით იზრდებოდა, ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში გაორმაგდა.
მომხმარებელთა ბაზის გაფართოებასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებლების ციფრული ჩართულობაც. კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების (Monthly Active Users – MAU) რაოდენობა საშუალოდ 55.81%-ით იზრდებოდა.
2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, Ameriabank-ის საცალო დეპოზიტების პორტფელმა 1 ტრილიონ 30 მილიარდ სომხურ დრამს გადააჭარბა. ვადიანი დეპოზიტების პორტფელი წლის დასაწყისიდან 19%-ით გაიზარდა და 423 მილიარდი დრამი შეადგინა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტების პორტფელი 18%-ით გაიზარდა და 446 მილიარდ დრამს მიაღწია.
Ameriabank-ის საცალო სესხების პორტფელი წლის დასაწყისიდან 10%-ზე მეტით გაიზარდა და 2026 წლის 30 ივნისისთვის 800 მილიარდ დრამს გადააჭარბა. ამავე პერიოდში იპოთეკური სესხების პორტფელი 12%-ით გაიზარდა და 400 მილიარდ დრამს გადააჭარბა.
2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, Ameriabank-ის ობლიგაციების პორტფელმა 160 მილიარდი დრამი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Ameriabank-მა სრულად განათავსა თავისი პირველი 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პერპეტუალური ობლიგაციები, რაც ბანკის კაპიტალის პოზიციის გაძლიერებასა და დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციას შეუწყო ხელი.
არმან ბარსეღიანმა ასევე ისაუბრა MyAmeria აპლიკაციის ახალ ფუნქციებზე, ასევე MyHome, MyCar, MyInvest და MyBusiness პლატფორმების განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და ბანკის ინიციატივებზე ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით.
ციფრული პლატფორმების განვითარებასა და გაუმჯობესებასთან ერთად, Ameriabank პრიორიტეტად მიიჩნევს ფილიალების ქსელის გაფართოებასაც, რათა უზრუნველყოს რეგიონებში მომსახურების ხელმისაწვდომობა და მომხმარებლებთან უფრო მეტად ლოკალიზებული ურთიერთობა.
კერძოდ, მიმდინარე წელს ბანკმა პირველი Ameria-ს ფილიალები გახსნა არარატის რეგიონსა და ერევნის ნორკ-მარაშის ადმინისტრაციულ რაიონში. წლის ბოლომდე კიდევ ორი ფილიალის გახსნა იგეგმება, რომლებიც სპეციალურად ბანკის Premium და Persona მომხმარებლებს მოემსახურება.
სხვა სიახლეები
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ - სელფი მობაილის ახალი კამპანია
19.11.2026.16:15
სელფი მობაილმა, კრეატიულ სააგენტო „სუპერმარკეტთან“ თანამშრომლობით, ახალი კამპანია: „ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ წარადგინა. კამპანიის მთავარი იდეაა, საზოგადოებას შეახსენოს, რომ საუბრის რეალური ღირებულება ერთმანეთის მოსმენა და გაგებაა.
დღეს, როდესაც ყოველდღიური საუბრები, ხშირად, კამათსა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში გადაიზრდება, სელფი მობაილი ყურადღებას ამახვილებს გულწრფელი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. კამპანია ადამიანებს მოუწოდებს საუბარი არა შეჯიბრად, არამედ ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და გაგების შესაძლებლობად აღიქვან.
კამპანიის მთავარი ვიდეორგოლი ყოველდღიურ, ყველასთვის ნაცნობ სიტუაციებს ასახავს, სადაც ჩვეულებრივი საუბრები დებატებად იქცევა. დედა-შვილი, მეგობრები და თანამშრომლები ერთმანეთს არგუმენტებით უპირისპირდებიან, თითოეული არგუმენტი კი ქულად ითვლება. ყველა საკუთარი პოზიციის დამტკიცებას ცდილობს, რის შედეგადაც საუბარი თავდაპირველ მიზანს - ერთმანეთის გაგებას კარგავს.
„როგორც ტელეკომ ოპერატორი, ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებაა. თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომუნიკაციის შესაძლებლობის შექმნა, არამედ ისიც, თუ როგორ იყენებენ ადამიანები ამ კავშირს. ამ კამპანიით გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საუბრის მიზანი ყოველთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება არ არის. ზოგჯერ გაცილებით მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ერთმანეთს, გავიგოთ საპირისპირო მოსაზრება და მეტი სივრცე დავტოვოთ გულწრფელი დიალოგისთვის“, - აცხადებენ სელფი მობაილში.
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ კამპანია ადამიანებს მარტივ კითხვაზე დაფიქრებას სთავაზობს: ბოლოს როდის ვისაუბრეთ იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო და არა მოგვეგო?
ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ
კრედიტები:
კრეატიული სააგენტო: SUPERMARKET
კრეატიული დირექტორები: ეკა ყიფიანი, სანდრო ციცქიშვილი
არტ დირექტორი: ანი როსტომაშვილი
დიზაინერი: თიკუნა ადეიშვილი
ექაუნთ მენეჯერი: გიორგი ტაბატაძე
აღმასრულებელი პროდიუსერი - სანდრო გაბილაია
ფროდაქშენის ჰედი & პროდიუსერი - მაიკო გურაბანიძე
რეჟისორი - დავით ბორჩხაძე
დამდგმელი ოპერატორი - სანდრო დარახველიძე
ფოტოგრაფი - ელენე შენგელია
1st AD / LP - ნინი იაშვილი
ფროდაქშენ მენეჯერი - ტატო ფანცულაია
ფინანსური მენეჯერი - მაკა ლაბაძე
ფინანსური ადმინისტრატორი - თეკო გურაბანიძე
პოსტ ფროდაქშენ პროდიუსერი - ბურო
ლოჯისტიკის მენეჯერი - დავით მაღლაკელიძე
ტრანსპორტ მენეჯერი - დავით ფერაძე
ლოკაციის მენეჯერი - ნათია ჩომახიძე
ლოკაციის კოორდინატორი - ზაზა ჭიღლაძე
კასტინგის მენეჯერი - ლიზა ადამაშვილი
კასტინგის ასისტენტი - ვიკა ბოკერია
PA - ანეტა გვასალია
სეტი
სეტ მენეჯერი - ნიკო ჩხაიძე
დიასახლისი - სვეტა ბაღდასარიანი
მხატვრობა
ფროდაქშენ დიზაინი: Nisley studio
დამდგმელი მხატვრები - სოფიო გულისაშვილი, ზურა კიკვაძე
არტ დეპარტამენტი: დავით ღვინაშვილი, თამაზ ბოჭოიძე, გური ჭვრიტიძე, გარიკ მარტიროსიანი, ბექა ყალაბეგაშვილი
რეკვიზიტორი: თათია გულისაშვილი
კოსტუმი /გრიმი
კოსტიუმების მხატვარი - ანკა გაბუნია
კოსტიუმების მხატვარი - მარიამ გელაშვილი
გრიმი - სალომე ზაქარაია, ტაისია ერაძე
ტექნიკური ჯგუფი
2nd AC - კარბელა
ფოკუსი - საბა თეთრაძე
გაფერი - კადაფა
პოსტი
VFX/AI - Highway VFX
VFX/AI - გიორგი ფაილოძე
ფერის კორექცია - მინდია ინასარიძე
მუსიკა - Break Records
საუნდ დიზაინი - Uzupo
Motion Graphics - ლევან ზაზარაშვილი
მუსიკა - გიორგი ჩაგელაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის: asadunashvili@cellfie.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს: