მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

Lion Finance Group-მა 2026 წლის მეორე კვარტლის და 1 ნახევრის შედეგები გამოაქვეყნა - ჯგუფმა საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე მყარი ზრდა აჩვენა

news image
mbc image

Lion Finance Group-მა 2026 წლის მეორე კვარტლის და 1 ნახევრის შედეგები გამოაქვეყნა. ჯგუფმა საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე მყარი ზრდა აჩვენა. 

Lion Finance Group-ში შემავალი საქართველოს ბანკის ციფრულ არხებს ყოველთვიურად 1.9 მილიონი, მობილბანკს კი ყოველ დღე საშუალოდ 1 მილიონზე მეტი რითეილ მომხმარებელი იყენებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მომხმარებელთა ლოიალობისა და კმაყოფილების ინდექსი ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყოველკვარტალურად 70-ზე მეტია, რაც მნიშვნელოვანი შედეგია უნივერსალური ბანკისათვის.

სომხეთის ბაზარზე კი, ჯგუფში შემავალი Ameriabank-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების 75%-ზე მეტი დღეს უკვე ციფრულად აქტიურია, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. რითეილის მიმართულებით, ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა კი 392 000-ს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის საშუალო კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტმა (ROAE) 27.1% შეადგინა, ხოლო ჯგუფის დეპოზიტები 26.8%-ით გაიზარდა, რაც Lion Finance Group-ისადმი მომხმარებლის მხრიდან მუდმივად მზარდი ნდობისა და ლოიალობის დასტურია.

Lion Finance Group-ის შედეგების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩინეთიდან ტვირთის გადაზიდვა „გიანთი ლოჯისტიკსთან“ ერთად - მთავარი კითხვები და პასუხები ბიზნესისთვის

11.08.2026.12:00

ჩინეთიდან ტვირთის იმპორტი მრავალი კომპანიის საქმიანობის ნაწილია, თუმცა პროდუქტის შეძენა პროცესის მხოლოდ დასაწყისია. სწორად შერჩეულ სატრანსპორტო მეთოდსა და მარშრუტზეა დამოკიდებული, რა ვადაში, რა დანახარჯით და რამდენად უსაფრთხოდ მიაღწევს ტვირთი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

გადაზიდვის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ტვირთის ტიპი და მოცულობა, მიწოდების ვადა, ტრანსპორტირების მეთოდი, საჭირო დოკუმენტები, საბაჟო მოთხოვნები, სეზონური დატვირთვა და გეოპოლიტიკური ვითარება.

ლოგისტიკური პარტნიორის არჩევისას კი მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად მართავს კომპანია პროცესს, დროულად გაწვდით ინფორმაციას და რამდენად სწრაფად რეაგირებს ცვლილებებზე.

„გიანთი ლოჯისტიკსი“ საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში 2005 წლიდან საქმიანობს. კომპანია მართავს როგორც სტანდარტული, ისე არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას ევროპის, ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და მეზობელი ქვეყნების მიმართულებით. მრავალწლიანი გამოცდილება, საკუთარი ტექნიკური რესურსი და საერთაშორისო პარტნიორული ქსელი კომპანიას სხვადასხვა სირთულის გადაზიდვების დაგეგმვასა და მართვაში ეხმარება.

როგორ უნდა შეარჩიოს ბიზნესმა ჩინეთიდან გადაზიდვის ოპტიმალური მეთოდი, რა ფაქტორები მოქმედებს ვადებსა და ხარჯებზე და როგორ მართავს „გიანთი ლოჯისტიკსი“ სხვადასხვა ტიპის ტვირთის ტრანსპორტირებას, კომპანიის საოპერაციო ხელმძღვანელი ნათია კერესელიძე საუბრობს.

რა განასხვავებს „გიანთი ლოჯისტიკსს“ სხვა ლოგისტიკური კომპანიებისგან?

დღეს მომხმარებლებს მხოლოდ გადამზიდავი აღარ სჭირდებათ, ისინი ეძებენ ლოგისტიკურ პარტნიორს, რომელიც პროცესს სრულად მართავს, რისკებს წინასწარ აფასებს და ნებისმიერ გამოწვევაზე ოპერატიულად რეაგირებს.

„გიანთი ლოჯისტიკსი“ ამ მიდგომით 2005 წლიდან მუშაობს. საკუთარი მრავალპროფილური ავტოპარკის, საერთაშორისო პარტნიორებისა და გამოცდილი ოპერაციული გუნდის დახმარებით თითოეული გადაზიდვისთვის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ მარშრუტსა და ტრანსპორტირების მეთოდს ვარჩევთ. ჩვენი გამოცდილება მოიცავს, როგორც რეგულარულ სტანდარტულ გადაზიდვებს, ისე რთული და არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებას.

ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, მომხმარებელმა მთელი პროცესის განმავლობაში იგრძნოს სტაბილურობა, გამჭვირვალობა და დარწმუნებული იყოს, რომ მისი ტვირთი სანდო ხელშია.

როგორ აისახება „გიანთი ლოჯისტიკსის“ ოპერაციული რესურსი მომსახურების ხარისხსა და გადაზიდვის პროცესზე?

„გიანთი ლოჯისტიკსის“ მრავალპროფილური ავტოპარკი აერთიანებს ტენტიან და ტემპერატურული რეჟიმის მქონე სატვირთოებს, კონტეინერმზიდებს და არაგაბარიტული ტვირთებისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ ტექნიკას. ამიტომ თითოეული პროექტისთვის შეგვიძლია შევარჩიოთ ტვირთის ტიპის, მოცულობის, მარშრუტისა და ტრანსპორტირების პირობების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება
საკუთარი ავტოპარკის არსებობისას ნაკლებად ვართ დამოკიდებული გარე სატრანსპორტო რესურსის ხელმისაწვდომობაზე. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია სწრაფად შევცვალოთ დაგეგმვა, შევარჩიოთ შესაბამისი ტექნიკა და უკეთ ვაკონტროლოთ გადაზიდვის ვადები, ხარჯები და პროცესის უწყვეტობა.

„გიანთი ლოჯისტიკსის“ საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელებსა და პროფესიულ ორგანიზაციებში წევრობა გვაძლევს წვდომას სანდო პარტნიორებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ასოციაციების წევრობის საშუალებით უფრო სწრაფად ვიღებთ ინფორმაციას მარშრუტებზე, ტარიფებზე, რეგულაციებსა და შესაძლო რისკებზე და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი პარტნიორის მხარდაჭერით ოპერატიულად ვაგვარებთ გზაში წარმოქმნილ საკითხებს.

ჩინეთის მიმართულებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით აქტიურია. რა ტენდენციებს ხედავთ დღეს და როგორ შეიცვალა მომხმარებლების არჩევანი?

ბოლო წლებში ჩინეთიდან გადაზიდვების მიმართულებით არსებული სიტუაცია შეიცვალა. საზღვაო გადაზიდვების ტარიფების ზრდისა და სარკინიგზო მიმართულებით ადგილების დეფიციტის გამო, კომპანიებმა ალტერნატიული მარშრუტების ძიება დაიწყეს. შედეგად, გაიზარდა მოთხოვნა სახმელეთო გადაზიდვებზე და ამ მიმართულებით სულ უფრო მეტი კომპანია ირჩევს „გიანთი ლოჯისტიკსს“.

მომხმარებლებისთვის დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფასი, არამედ გადაზიდვის ვადა, მარშრუტის სტაბილურობა და ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება. ტვირთის ტიპისა და საჭიროებების შესაბამისად, ჩინეთიდან წარმატებით ვახორციელებთ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვებს.

„გიანთი ლოჯისტიკსი“ მხოლოდ სრულ ტვირთებს ემსახურება თუ ჩინეთიდან ნაკრები ტვირთების გადაზიდვაც შესაძლებელია?

„გიანთი ლოჯისტიკსი“ ემსახურება როგორც სრულ, ისე ნაკრებ ტვირთებს. საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სრული კონტეინერი (FCL), ან ნაკრები კონტეინერი (LCL). სახმელეთო გადაზიდვისას კი შესაძლებელია სრული მანქანის (FTL), ან ნაკრები ტვირთის, (LTL), ტრანსპორტირება. შესაბამისი ფორმატი ტვირთის მოცულობის, წონის, მარშრუტისა და მომხმარებლის პრიორიტეტების მიხიედვით შეირჩევა.

ნაკრები გადაზიდვა განსაკუთრებით მოსახერხებელია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, როდესაც კომპანიას რამდენიმე პალეტის ან რამდენიმე კუბური მეტრის პროდუქციის ჩამოტანა სჭირდება და სრული კონტეინერის ან სატვირთო მანქანის გამოყენება ეკონომიკურად გამართლებული არ არის. ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა გამგზავნის თავსებადი ტვირთები ერთ კონტეინერში ან სატრანსპორტო ერთეულში კონსოლიდირდება. ღირებულება გამოითვლება კონკრეტული ტვირთის მოცულობის, წონის, მარშრუტის, კატეგორიისა და საჭირო დამატებითი მომსახურებების მიხედვით.

როგორ არის ორგანიზებული ჩინეთიდან ნაკრები ტვირთების გადაზიდვა და რა ეტაპებს მოიცავს პროცესი?

„გიანთი ლოჯისტიკსი“ ჩინეთიდან ნაკრები ტვირთების გადაზიდვისას უზრუნველყოფს ტვირთის მიღებას, დახარისხებას, კონსოლიდაციასა და დანიშნულების ქვეყნების მიხედვით გადანაწილებას. ტვირთის ჩაბარება შესაძლებელია პეკინის, შანხაის, გუანჯოუს, ივუსა და ხორგოსის საწყობებში.

ტვირთების გაერთიანების შემდეგ გადაზიდვა ხორციელდება მარშრუტით: ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. სატრანზიტო პერიოდი საშუალოდ 20-30 დღეა და დამოკიდებულია დატვირთვის თარიღზე, მარშრუტზე არსებულ ვითარებასა და სასაზღვრო პროცედურებზე.

რას მიიჩნევთ „გიანთი ლოჯისტიკსის“ მთავარ ღირებულებად?

ჩვენი მთავარი ღირებულება ნდობაა. თუმცა ნდობა მხოლოდ დაპირებებით არ იქმნება. მას სჭირდება პასუხისმგებლობა, მუდმივი კომუნიკაცია და თანმიმდევრული შედეგები. ყოველი ტვირთის უკან დგას ბიზნესი, რომელსაც საკუთარი ვადები და ვალდებულებები აქვს პარტნიორებისა და მომხმარებლების წინაშე. ამიტომ თითოეულ გადაზიდვას მხოლოდ ცალკეულ დავალებად არ განვიხილავთ და მის დაგეგმვასა და მართვას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით.ვფიქრობ, სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის გრძელვადიან პარტნიორობას. როდესაც კომპანიები წლების განმავლობაში კვლავ „გიანთი ლოჯისტიკსს“ ანდობენ საკუთარ გადაზიდვებს, ეს ჩვენდამი ნდობის ყველაზე მკაფიო დასტურია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა