მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ლორუკა“ ასორტიმენტის გაფართოებას და წარმოების ზრდას გეგმავს

news image
mbc image

რაჭული ლორის მწარმოებელი კომპანია „ლორუკა“ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ ლებანიძემ განუცხადა. მისივე თქმით, სატესტო რეჟიმშია ღორის ხორცისგან დამზადებული ბასტურმა და ასევე, ხდება ბაზრის მოკვლევა.
„ძირითადი ჩვენი ნაწარმი არის რაჭული ლორი. მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც დაჭრილ, ასევე დაუჭრელ რაჭულ ლორს, როგორც ძვლიანს, ასევე უძვლოს. გვაქვს ასევე სამი სახეობის სუთი (სალა) და ლუდზე მისაყოლებელი ჩხირები. ახლა დავიწყეთ და იტესტება ღორის ხორცისგან დამზადებული ბასტურმა. ვიკვლევთ რამდენად არის ბაზარი მზად იმისთვის, რომ ეს პროდუქცია ჩვენგან შეიძინონ და ასევე ღორის ქონი “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ლებანიძე.
„ლორუკას“ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან, როგორიცაა: ბარ-რესტორანი, კაფე და სხვა.

„მოთხოვნა საკმაოდ დიდია იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხიანი პროდუქცია გვაქვს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად და უცვლელად. აქტიურად ვთანამშრომლობთ ბარ-რესტორნებთან, კაფეებთან, სხვადასხვა სექტორის  წარმომადგენლებთან. ძალიან მოსწონთ ჩვენი პროდუქცია როგორც ბითუმ, ასევე ბითუს მომხმარებლებს და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე ტურისტებში, რომლებსაც გემოვნურად ძალიან აბედნიერებთ ჩვენი ლორი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მცირე მეწარმეები ვართ სარეკლამო და მარკეტინგული ხარჯები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამის გაღება არ შეგვიძლია. ამის გამო ჩვენ თითქმის ყველა გამოფენა-გაყიდვაში ვიღებთ მონაწილეობას, რაც ჩვენს სექტორს ეხება. ვაცნობთ მომხმარებლებს ჩვენს თავს, ვუხსნით წარმოების ეტაპებს, ვაგემოვნებინებთ. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც გამოფენა-გაყიდვებზე, ასევე ონლაინ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ლებანიძე.
კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი პროდუქციის მომზადების მეთოდია.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი, უწყვეტობა და ის გემოვნური, ავთენტური გემოა, რომელიც რაჭულ ლორს უნდა ჰქონდეს. ჩვენი ლორი მზადდება ძველი ტრადიციული მეთოდით, ცივი შებოლვის მეთოდის საშუალებით. დამზადებას სჭირდება ორი თვიდან სამ თვემდე და ეს მის უნიკალურ გემოს გამოკვეთს “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ლორუკას“ სამომავლო  გეგმა წარმოების  20-30 % -ით ზრდაა.
„სამომავლო გეგმები ჩვენი არის რომ უფრო მეტ ჰორეკა სექტორში ვიყოთ წარმოდგენილი და წარმოებაც დაახლოებით 20-30%-ით გავზარდოთ “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ლებანიძე.
ცნობისთვის, „ლორუკამ“ საქმიანობა ოთხი წლის წინ დაიწყო იმ მიზნით, რომ მომხმარებლებისთვის უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებინა ხარისხიანი რაჭული ლორი. კომპანია, პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა