Louis Vuitton-მა დოჰას აეროპორტში თავისი პირველი ლაუნჯი გახსნა
ავიაკომპანია Qatar Airways-მა Louis Vuitton-თან პარტნიორობით, დოჰაში ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ლაუნჯი და რესტორანი წარმოადგინა. ის განლაგებულია ფართო საცალო სივრცეში და ბაღში Orchard, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
როგორც ცნობილია, Dior-მა ცოტა ხნის წინ აეროპორტში სპა გახსნა.
ლაუნჯში, სადაც აეროპორტის ფლაგმანური მაღაზიიდან სპეციალური ლიფტით მისვლა შესაძლებელია, გაწყობილია დიზაინერული ავეჯით – India Mahdavi-სდაბალი მაგიდებით და Costela-ს სავარძლებით მარტნ ეისლერისგან. კონცეფცია მოიცავს რესტორანს მიშლენის ვარსკვლავიანი შეფ-მზარეულის იანიკ ალენოს à la carte მენიუთი, რომელშიც ადგილობრივი ინგრედიენტებია.
სხვა მსხვილი ლუქს კლასის ბრენდების მსგავსად, ბოლო წლებში Louis Vuitton-მაც გააფართოვა თავისი ყოფნა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, რათა მომხმარებლებს მიაწოდოს „გამოცდილება, რომელიც სცილდება შოპინგის ფარგლებს“.
The Doha airport lounge ბრენდის მეცხრე კულინარიული პროექტია 2020 წლიდან, რომლის ჩამონათვალში შედის სხვადასხვა პროექტები. გარდა ამისა, Louis Vuitton გეგმავს თავისი სათაო ოფისი პარიზში გადააქციოს სასტუმროდ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.