LoveStars -ი 2025 წელსა და სამომავლო გეგმებზე
2025 წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ბრენდისთვის. მიუხედავად ამისა მთელი წლის განმავლობაში ვაგრძელებდით მუშაობას და განვითარებას , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს LoveStars - ის თანადამფუძნებელმა, სალი სულთანიშვილმა განუცხადა.
„2025 წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ბრენდისთვის. მიუხედავად ამისა, მთელი წლის განმავლობაში ვაგრძელებდით მუშაობას და განვითარებას. ვცდილობდით არ გავჩერებულიყავით და მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა სხვადასხვა სიახლეები. ვფიქრობთ რომ ეს შევძელით და 2025 წელს ძალიან ჯადოსნური ამბით ვასრულებთ, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი მომხმარებლების ახალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნური და ფერადი გავხადოთ “, - ამბობს სალი სულთანიშვილი.

2026 წელს ბრენდი კოლექციების განვითარებასა და ბაზრის გაფართოებას გეგმავს.
„2026 წელს ყურადღებას გავამახვილებთ კოლექციების განვითარებაზე, დიზაინის მრავალფეროვნებასა და ბაზრის გაფართოებაზე. ასევე განვიხილავთ ახალი მიმართულებების დამატებას და ბრენდის პოზიციონირების კიდევ უფრო გამყარებას. ფოკუსს გავაკეთებთ ციფრულ განვითარებაზე, ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ვებ-გვერდის შექმნაზე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ბრენდი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო აუდიტორიისთვის “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, LoveStars-ის მაღაზია თბილისში, ირაკლი აბაშიძის N33-ში მდებარეობს. მაღაზია, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.