ლუდის ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა, წარმადობა მთლიან მოთხოვნას დაახლოებით 4-ჯერ აჭარბებს - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი
„ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ლუდის ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა და წარმადობა დაახლოებით 4-ჯერ აჭარბებს მთლიან მოთხოვნას.
„დიდი კონკურენციის მიუხედავად, „ეფეს საქართველო“ არის ბაზრის ლიდერი და მისი ძლიერი პორტფოლიო დაბალანსებულია ყველა სეგმენტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“, - ამბობს ხუნძაკიშვილი.
მისივე თქმით, 2023 წლის 5 თვის მონაცემებით, კომპანიის ექსპორტი 50%-ით გაიზარდა.
„ჩვენს ექსპორტის ქვეყნებს დაემატა: ესპანეთი, პოლონეთი, თურქმენეთი და საუდის არაბეთი. ამჯერად ჩვენი პროდუქცია გადის მსოფლიოს 25 ქვეყანაში. უკეთესად ვაკმაყოფილებთ ექსპორტის ზრდის ტრენდს“, - აცხადებს „ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.
მისივე თქმით, ლუდსა და ლიმონათს შუშის ბოთლში ჩამოსასხმელი ახალი ხაზის მონტაჟის შემდეგ საწაროს გარემოზე ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირდა.
„ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადობის ხელშეწყობა და გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირება, რასაც ასევე ემსახურება შუშის შეფუთვის წარმოების გაზრდა“,- აცხადებს „ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.
2022 წელს საქართველოდან 4,796.73 ათასი დოლარის ღირებულების 5,082.73 ტონა ლუდის ექსპორტი დაფიქსირდა, 2021 წელს კი ექსპორტზე 2,619.79 ათასი დოლარის ღირებულების 3,075.18 ტონა ლუდი გავიდა.
შესაბამისად ღირებულებით ნაწილში ზრდა 83%-ია, ხოლო მოცულობით ნაწილში 65%-იანი ზრდა.
2022 წელს ლუდის ექსპორტი 30 ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ყაზახეთში.
არსებული მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 27%-ი სწორედ ყაზახეთში გადაიზიდა. საქართველოში წარმოებული ლუდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ჩინეთი, ხოლო მესამეზე რუსეთში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.