მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.4
-0.0117
flag
AZN 1.5261
-0.0006
flag
CNY 38.878
-0.002
flag
EUR 2.9041
0.0043
flag
GBP 3.4821
0.0075
flag
KZT 57.83
-0.0016
flag
TRY 0.0517
0
flag
USD 2.5943
-0.0006
news banner

ლუდსახარში „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიას ნექსთი განავითარებს

news image
mbc image

ყოფილი ლუდსახარში „ყაზბეგის“ ტერიტორიაზე განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ისტორიული სივრცე დეველოპერულმა კომპანიამ Next-მა შეიძინა და მის სრულ რეაბილიტაციასა და განვითარებას გეგმავს.

„ყაზბეგის“ ქარხანა ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა არა მხოლოდ საწარმოს, არამედ ქალაქის სოციალურ და ეკონომიკურ ცენტრსაც, სივრცეს, რომელიც ქმნიდა სამუშაო ადგილებს, აერთიანებდა ადამიანებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა თბილისის ურბანულ იდენტობაში. დროთა განმავლობაში, როგორც ბევრმა ინდუსტრიულმა ობიექტმა, მან ფუნქცია დაკარგა, თუმცა მისი ისტორიული და ემოციური მნიშვნელობა ქალაქისთვის დღემდე შენარჩუნებულია.

პროექტის განსაკუთრებულობა სწორედ მისი ღრმა ისტორიულ ფენებშია. აღნიშნული ტერიტორიის ისტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება და გერმანელი მეწარმის, ფრიდრიხ ვეტცელის სახელს უკავშირდება. 1870-იან წლებში, ძმასთან ერთად, მან უზნაძის დღევანდელ ქუჩაზე ლუდსახარში ქარხანა დააარსა, რომელიც იმ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ საწარმოად ითვლებოდა. ქარხანა აწარმოებდა სხვადასხვა სახეობის ლუდს და სწრაფად მოიპოვა აღიარება, რაც 1901 წელს, კავკასიის მასშტაბით გამართულ გამოფენაზე მიღებული ოქროს მედლითაც დადასტურდა.

 

პროექტის დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი ჯგუფმა“ და Ria Keburia Foundation-მა ამბასადორის კუნძულისთვის ახალ საკოლექციო უძრავი ქონების კონცეფცია წარადგინეს

09.11.2026.18:23

„ამბასადორი ჯგუფისა“ და თანამედროვე ხელოვნების ფონდის, Ria Keburia Foundation-ის ორგანიზებით, სპეციალურად “ამბასადორი აილენდ ბათუმისთვის” შექმნილი, საკოლექციო უძრავი ქონების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე, სახელწოდებით „როდესაც არქიტექტურა თავად იქცევა ხელოვნებად” საზოგადოებას პირველად წარედგინა Ambassadori Art Apartments-ის კონცეფცია ორი ტიპის აპარტამენტისთვის, რომლებიც სპეციალურად „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტისთვის შეიქმნა.

Ambassadori Art Apartments-ის კონცეფციის ინიციატორი რია ქებურიაა, რომლის ხედვაც ორი საცხოვრებელი აპარტამენტის საკოლექციო ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნას გულისხმობდა, არქიტექტურის, დიზაინისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანების გზით.

Ambassadori Art Apartments-ის კონცეფცია არქიტექტურულმა ბიურომ Arabidze Architects-მა და კვლევითმა ლაბორატორიამ AD1369105-მა შექმნეს. აპარტამენტების საკოლექციო ღირებულება კონკრეტულ მახასიათებლებს ეფუძნება: სივრცის ყველა ელემენტი: დივანი, მაგიდა, სავარძლები, განათება და სარკეები სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა, რაც გამორიცხავს მზა კატალოგების გამოყენებას. ინტერიერში გამოყენებულია კაკლის ხე, ბუნებრივი ქვა, დამუშავებული ლითონი და სარკის ინსტალაციები. ხის კონსტრუქციული ელემენტები კი, ადგილობრივი ოსტატების მიერ, ხელით არის დამზადებული.

ზურაბ არაბიძე ქართველი არქიტექტორი და ხელოვანია, რომლის შემოქმედებაც არქიტექტურულ სიზუსტესა და მინიმალისტურ მხატვრულ გამომსახველობას აერთიანებს. მისი ნამუშევრები საერთაშორისო გამოფენებზე არაერთხელ ყოფილა წარმოდგენილი.

„ჩემთვის საკოლექციო უძრავი ქონება არის საცხოვრებელი გარემო, სადაც თითოეული დეტალი მხატვრული გამოცდილების წყარო ხდება. ჩვენი ფონდი წლებია ავითარებს საერთაშორისო არტ და კულტურულ ინიციატივებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტმა კი მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა საკოლექციო უძრავი ქონების ახალი პრეცედენტი. ზურაბ არაბიძესთან და Arabidze Architects-თან თანამშრომლობით შევქმენით აპარტამენტები, სადაც არქიტექტურა, ავეჯი და ხელოვნება ერთიან, გაუყოფელ სისავსეს ქმნიან, რაც მათ განსაკუთრებულ კულტურულ და საინვესტიციო ღირებულებას ანიჭებენ.“ - აღნიშნა Ria Keburia Foundation-ის დამფუძნებელმა, რია ქებურიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა