მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.3
-0.0059
flag
AZN 1.5824
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0013
flag
EUR 3.1499
-0.0094
flag
GBP 3.6451
-0.016
flag
KZT 57.88
-0.0021
flag
TRY 0.0595
-0.0001
flag
USD 2.6899
-0.0009
news banner

ლუქს ბრენდები, საერთაშორისო პარტნიორები და მზარდი კონცეფცია - როგორ ვითარდება Boygar’s ქართულ ბაზარზე

news image

Boygar's პრემიუმ კლასის მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia Boygar's-ის PR-ისა და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელს, თაკო სიხარულიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ქართულ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Boygar's არის მულტიბრენდული, ლუქს სეგმენტის კომპანია, რომელმაც პირველი მაღაზია რუსთაველის გამზირზე, №15-ში, 2024 წლის თებერვალში გახსნა. ისტორიულ შენობაში განთავსებული მაღაზია 3 სართულს მოიცავს და აერთიანებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს. Boygar's-მა ქართულ ბაზარზე გახსნის დღიდანვე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა, რასაც, ბრენდებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ისეთი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობამ, როგორებიც არიან კრეატიული დირექტორი Ezra Petronio და ინტერიერის არქიტექტორთა დუო Halleroed.

როგორია კომპანიის არსებული ასორტიმენტი და ჯამურად რამდენ ბრენდს აერთიანებს?

გახსნის დღიდან Boygar's აგრძელებს ზრდას და ასორტიმენტში ახალი ბრენდების დამატებას. დღეს მაღაზიაში თავმოყრილია 40-ზე მეტი საერთაშორისო ლუქს ბრენდი (მათ შორის LVMH და Kering ჯგუფებიდან). მაღაზიაში შეხვდებით ისეთ გლობალურად აღიარებულ ბრენდებს, როგორებიცაა Prada, Miu Miu, Gucci, The Row და სხვა.

რას მიიჩნევთ Boygar's-ის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად ბაზარზე?

ბრენდებისა და კოლექციების გამორჩეულობის გარდა, Boygar's ქართულ ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს მომხმარებლის გამოცდილების კუთხით. კომპანია მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ახალ სერვისებს, განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და ინდივიდუალურ მიდგომებს. ამას ბრენდებთან აქტიური თანამშრომლობითა და გუნდის უწყვეტი განვითარებით ვაღწევთ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

Boygar's აგრძელებს ზრდას და ახალი ბრენდების შემოყვანას ქართულ ბაზარზე. 2025 წლის იანვარში გაიხსნა Boygar's-ის მოდის აუთლეტი - DROP by Boygar's. ამასთანავე, 2025 წლიდან კომპანია გამოსცემს დამოუკიდებელ გამოცემას, Boygar's Magazine-ს, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდის. ჟურნალი, Boygar's-ში წარმოდგენილ ბრენდებთან ერთად, ადგილობრივ მკითხველს სთავაზობს მოდისა და ხელოვნების მიმართულებით ყველაზე ექსკლუზიურ და საინტერესო კონტენტს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება

04.05.2026.17:13

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით საგანმანათლებლო ინიციატივებს განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ბანკი QuickShipper-თან პარტნიორობით, 6 მაისს ვორკშოპს — „Ecommerce და მიწოდების სტრატეგიები ბიზნესის ზრდისთვის“ — უმასპინძლებს.

ვორკშოპს მარიამ ახვლედიანი, QuickShipper-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და თათია ნარჩემაშვილი, ecommerce360-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვებიან. 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ იქცა ელექტრონული კომერცია თანამედროვე ბიზნესის განუყოფელ ნაწილად და რატომ გადადის გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ სივრცეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებლის ქცევის ანალიზს და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვების ზრდაზე.

ვორკშოპი ასევე შეეხება მომხმარებლის გამოცდილების მნიშვნელობას — როგორ განაპირობებს ნდობა და გამარტივებული პროცესები მომხმარებლის გადაწყვეტილებას და რა როლი აქვს მიწოდების სერვისს მომხმარებლის ლოიალობის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილება ბრენდირებული კომუნიკაციის მნიშვნელობა და მიდგომები, რომლებიც კომპანიებს გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

ღონისძიების დეტალები:

  • თარიღი: 6 მაისი
  • დრო: 17:00 საათი
  • ხანგრძლივობა: 2 საათი
  • ლოკაცია: საქართველოს ბანკის 4B სივრცე, ალექსანდრე ყაზბეგის N15

ვორკშოპი წარმოადგენს ბიზნეს 360˚-ის პლატფორმის ნაწილს - ერთიან ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა