მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

m² თბილისში ექვსი ახალი კომპლექსის განვითარებისთვის დაახლოებით ₾2 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს - დიმიტრი ადამია

news image
mbc image

m² თბილისში ექვსი ახალი კომპლექსის განვითარებისთვის დაახლოებით ₾2 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გენერალურმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა დიმიტრი ადამიამ განაცხადა.

„ეს არის დაახლოებით 10 000 ბინა, ჯამურად არის 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთები, ინვესტიციადაახლოებით 2 მილიარდია. ამას ვთავაზობთ ერთდროულად ჩვენს მომხმარებელს და ახალგეგმებზე, რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა პროექტი. ეს ის პროექტებია, რაც ჩვენ ამ ხუთ თვეშიმოვასწარით, რომ მოგვემზადებინა გასაყიდად. ამის იქით კიდევ გვაქვს რამდენიმე პროექტი,რომელზეც უკვე მუშაობს გუნდი და ამას მომავალ წელს წარმოგიდგენთ. დასაწყისშივე,გაზაფხულზე, იქნება კიდევ ანონსები და იქნება ძალიან საინტერესო ლოკაციები, უფროსაბურთალოზე. ასევე ვფიქრობთ ძალიან პრემიუმ სეგმენტშიც შესვლას. ისედაც m²-ს აქვს პრემიუმპროექტები, ძალიან თვალსაჩინო, ამის გაგრძელებასაც ვაპირებთ და ძალიან მალე დავაანონსებთცენტრალურ უბნებში. უკვე ამხელა კომპლექსებს ვეღარ ავაშენებთ ვაკესა და საბურთალოზე, ძალიანგამორჩეულ ლოკაციებზე შევთავაზებთ მომხმარებელს, ვისაც აინტერესებს ეს ლოკაციები,განსაკუთრებულ საცხოვრებელ კორპუსებს. პრემიუმის ერთი პროექტი არის განსაკუთრებული, ასევეძალიან მალე დავაანონსებთ კიდევ პრემიუმ პროექტებს.

5-ში იქნება ბინების შერჩევა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, 19-20-ში იქნება გაყიდვები და, როგორცდაგპირდით, იქნება ექსკლუზიური შეთავაზება, რომელიც არ ყოფილა ბაზარზე. ვისაც ბინის შეძენასურს, აუცილებლად უნდა მოვიდეს, გვეწვიოს და დარეგისტრირდეს“, - აცხადებს დიმიტრი ადამია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა