მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ

news image
mbc image

გვიხარია გაცნობოთ ინფორმაცია m²-სა და Matters-ს შორის საინტერესო კოლაბორაციის შესახებ. m², უძრავი ქონების დეველოპმენტში ლიდერი ბრენდი და Matters, ქალის ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელიც საქართველოში ქმნის ტრენდულ, ხელით დამზადებულ ტანსაცმელს, ახალ პროექტშიერთად დაუჭერენ მხარს ადამიანის ინდივიდუალურობას, შემოქმედებითობას და თვითგამოხატვას.

კოლაბორაცია დაფუძნებულია m²-ის ძლიერი სლოგანის, "იცხოვრე შენი ცხოვრებით" ირგვლივ, რომელსაც წელს მოწოდება “გაბედე” დაემატა და ის განსაკუთრებულად იქნება წარმოდგენილი Matters-ის ტანსაცმლის კოლექციაში. ეს უნიკალური ხაზი საშუალებას მისცემს ადამიანებს საკუთარი ღირებულებები ტანისამოსის დახმარებით უკეთ წარმოაჩინონ და განსხვავებულად მოახდინონ საკუთარი ცხოვრების ხედვის პრეზენტაცია.

კოლექციის თითოეული ნივთი საქართველოშია დამზადებული და ხელნაკეთია, რაც უნიკალურობისა და მდგრადობისადმი Matters-ის ერთგულებას უსვამს ხაზს, m²-ის სლოგანი კი შთააგონებს და აძლიერებს ადამიანებს, რომ გაბედონ და მიყვნენ საკუთარ სურვილებს, იყვნენ თავისუფლები და იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით ისე, როგორც არავის უცხოვრია.

"შენი ცხოვრებით ცხოვრება სათქმელად ადვილი, მაგრამ გასაკეთებლად რთულია და მას გაბედვა სჭირდება. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებს ყოველწამიერად მხარი დავუჭიროთ იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ისე, როგორც არ ცხოვრობს არავინ სხვა. თითოეული ჩვენგანი არის განსხვავებული და განსაკუთრებული. ყველას აქვს თავისი ცხოვრებისეული მისია და საკუთარი გზა, საჭიროა გაბედო და იცხორო შენი ცხოვრებით. სამოსი, ამ შემთხვევაში კი Matters-ის არაჩვეულებრივი კოლექცია, ყოველწამიერი მხარდაჭერის საუკეთესო ინსტრუმენტია, თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა“ ამბობს ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

"ძალიან გვახარებს m²-თან პარტნიორობა, ბრენდთან, რომელიც იზიარებს ჩვენს შეხედულებებს ინდივიდუალურობის, კრეატიულობისა და მდგრადობის შესახებ. ერთად ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ კოლექციას, რომელიც არამხოლოდ უნიკალური და მოხდენილია, არამედ აზრიანი, დაეს აზრი, სიტყვებით, გაბედულად, ტანსაცმელზეა გადატანილი. მოუთმენლად ველით მომხმარებლების რეაქციას” - ამბობს გვანცა უბირია, Matters-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.liveyourownlife.ge, შეძენა კი Matters-ის ვებ-გვერდზე www.matters.ge და შოურუმში, რომელიც მდებარეობს თბილისში, კ. კეკელიძის ქ. N5.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა