m² - ის ახალი მფლობელები დიმიტრი ადამია და ლაშა კვაჭაძე არიან
Georgia Capital-მა m² გაყიდა. m² - ის ახალი მფლობელები დიმიტრი ადამია და ლაშა კვაჭაძე არიან. უფრო კონკრეტულად კი ამონაწერის თანახმად, შპს მ2 ჯგუფი შპს თრასთ ჰოლდინგმა შეიძინა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
აღნიშნული გარიგება შეესაბამება GCAP-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებულ საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტის მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.
გარიგებას უმნიშვნელო, თუმცა დადებითი გავლენა აქვს GCAP-ის ბოლო გამოქვეყნებულ წმინდა აქტივების ღირებულებაზე (NAV), 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით.
აღნიშნული ტრანზაქციის დასრულების შედეგად GCAP-ის რისკ-პროფილის გაუმჯობესების ფონზე, კომპანია ლიკვიდობის ბუფერის სამიზნე მოცულობას 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. ეს, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გაანგარიშებული პრო-ფორმა NCC კოეფიციენტის 0.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.1%-ს მიაღწევს.
GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა | „ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ბიზნესმა თავი დაიმკვიდრა, როგორც საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა საცხოვრებელი უძრავი ქონების პლატფორმამ, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებსა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკის უწყვეტი ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის მნიშვნელოვანი რესურსების ფორმირებას და განსაკუთრებით მიხარია, რომ საერთაშორისო ინვესტორების მუდმივი ინტერესის პარალელურად, კორპორაციულ ტრანზაქციებში ადგილობრივი ინვესტორების მონაწილეობაც მზარდია.“
სხვა სიახლეები
როგორ ამარტივებს საქართველოს ბანკის განახლებული ბიზნეს მენეჯერი საქმიანობას? - შოკოტელას გამოცდილება
05.11.2026.19:23
რვაწლიანი საავიაციო კარიერისა და ბორტგამცილებლის პროფესიის შემდეგ მარიამ კაპანაძემ ბავშვობის ჰობი, ხელოვნება და კულინარია, ბიზნესად აქცია. ასე შეიქმნა შოკოტელა – ხელნაკეთი შოკოლადების ბრენდი, რომლის თითოეული ფილა დახვეწილ გემოებსა და უნიკალურ ფორმებს აერთიანებს.
თუმცა ბიზნესის ზრდასთან ერთად ყოველდღიურობაში ჩნდება წარმოების, მაღაზიებისა და შეკვეთების მართვის რთული ამოცანები.
ერთიანი ეკოსისტემა და მეტი ხილვადობა
სწორედ რუტინული საოპერაციო და ფინანსური პროცესების გასამარტივებლად შეიქმნა საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი: ციფრული პლატფორმა, რომელიც კომპანიის მართვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ერთ სივრცეში აერთიანებს და 4 მოდულისგან შედგება:
• გადახდების მენეჯერი: ფიზიკური თუ ონლაინ მაღაზიიდან შემოსულ თანხებს ერთ ადგილას აერთიანებს. მისი დახმარებით მარტივად მართავთ ტრანზაქციებს და ამატებთ გადახდის ალტერნატიულ მეთოდებს.
• API მენეჯერი: თქვენს სისტემებს პირდაპირ აკავშირებს საბანკო სერვისებთან, რაც პროცესებს ავტომატურს ხდის და მომხმარებელს ავტორიზაციასა თუ ანგარიშსწორებას მაქსიმალურად უმარტივებს.
• Ads მენეჯერი: გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ ფასდაკლებები თუ ქეშბექი და პირდაპირ დაუკავშირდეთ 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ს საშუალებით, რაც ბიზნესს ბაზარზე უფრო ხილვადს ხდის.
• ანალიტიკა: გაჩვენებთ ზუსტ მონაცემებს მომხმარებლების ასაკის, სქესისა და ინტერესების შესახებ. ასე მარტივად სწავლობთ მათ ქცევას, ქმნით ზუსტად მათზე მორგებულ შეთავაზებებს და ზრდით ლოიალობას.
სიახლეები გადახდების მენეჯერში
მარიამი ბიზნეს მენეჯერს განახლებამდეც იყენებდა, თუმცა გადახდების მენეჯერის ახალმა ფუნქციონალებმა ბიზნესის მართვის პროცესი მისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახადა:
“როდესაც ბიზნესი იზრდება, შეკვეთები სხვადასხვა არხიდან განუწყვეტლივ შემოდის. განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში ფიზიკური მაღაზიიდან თუ სოციალური ქსელებიდან მიღებული თითოეული ტრანზაქციის ხელით გადამოწმება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. განახლებული გადახდების მენეჯერით კი ეს ყველაფერი რეალურ დროში, ერთ სივრცეში ჩანს.”
პლატფორმაზე მონაცემებს თარიღის, ტერმინალის, გადახდის მეთოდისა თუ სტატუსის მიხედვით მარტივად ფილტრავთ, ასობით ტრანზაქციაში სასურველი ჩეკის ხელით ძებნა აღარ გიწევთ.
მარტივად აკონტროლებთ, რომელმა ფილიალმა იაქტიურა, როგორი გადახდის მეთოდს ირჩევენ მომხმარებლები და რა სტატუსი აქვს თითოეულ ჩარიცხვას. ასეთი მოწესრიგებული მონაცემები გეხმარებათ, წამებში ჩამოტვირთოთ ბუღალტერიისთვის საჭირო ანგარიში და ზუსტად იცოდეთ, რამდენი გამოიმუშავა ბიზნესმა დღის ბოლოს.
საწყის ეტაპზე საკუთარი ვებგვერდის შექმნა და საგადახდო სისტემის გამართვა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შოკოტელას ვებგვერდი აქვს, მომხმარებლების ნაწილს შეკვეთის სოციალური ქსელით გაფორმება ურჩევნია, ამიტომ მარიამისთვის განახლებული გადახდის ბმული პრაქტიკული აღმოჩნდა:
“სოციალური ქსელებით, მაგალითად ინსტაგრამით, გაყიდვებისას ყველაზე შრომატევადი პროცესი ანგარიშსწორებაა. მომხმარებლისთვის ანგარიშის ნომრის გაგზავნა, ჩეკის მოლოდინი და გადამოწმება ბევრ საფეხურს მოიცავს – გადახდის ბმული კი ამ დროს საუკეთესო და სანდო გამოსავალია.”
გადახდის ბმული პრაქტიკაში ასე მუშაობს: მომხმარებელი არჩევს სასურველ პროდუქტს, თქვენ კი პლატფორმიდან წამებში უგენერირებთ უნიკალურ საგადახდო ლინკს და უგზავნით პირად შეტყობინებაში. მყიდველი თანხას ბარათით, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იხდის.
გარდა იმისა, რომ პროცესი მაქსიმალურად მარტივდება, ბმულით მიღებული გადახდები პირდაპირ აისახება ბიზნეს მენეჯერის საერთო სტატისტიკაში. ეს გაძლევთ საშუალებას, ზუსტად აღრიცხოთ სოციალური ქსელებიდან შემოსული თანხები, დაინახოთ რეალური სურათი და დეტალურად გააანალიზოთ გაყიდვების სტატისტიკა ერთიან სივრცეში.
მეტი დრო საყვარელი საქმისთვის
“ვფიქრობ, ასეთი პრაქტიკული სიახლეები ყოველდღიურ საქმეებში დროს დაგვიზოგავს და მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, შოკოტელას განვითარებასა და ახალი გემოების შექმნაზე ვიზრუნოთ.”
ბიზნეს მენეჯერის განახლებული ეკოსისტემის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის: ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება და დაეხმაროს მეწარმეებს ფინანსური პროცესების გაციფრულებასა და გამარტივებაში. როდესაც ბიზნესის მართვის პროცესში ტექნიკური ბარიერები მცირდება და ყოველდღიური საოპერაციო საკითხები მარტივად გვარდება, დაზოგილი დრო და ენერგია შეგიძლიათ, სრულად საკუთარ იდეასა და საყვარელ საქმეს დაუთმოთ.
გამოცადეთ ბიზნეს მენეჯერის შესაძლებლობები მარტივად.