მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

m² -ისა და “ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის

news image
mbc image

ლიდერი დეველოპერული კომპანია m2  და ოჯახური ბიზნეს მოდელის მაღაზია “ფუნდუკი”, რომელიც ცნობილია ეკო-მეგობრული და მდგრადი  მიდგომებით, კრეატიულობითა და კულტურის მხარდაჭერით - პარტნიორობას აანონსებენ. აღნიშნული კოლაბორაცია ორ ბრენდს პიროვნული ინდივიდუალურობის გამოხატვის იდეის ირგვლივ აერთიანებს,  რაც ასახული იქნება ექსკლუზიური ჩანთების კოლექციაში m2-ის შთამაგონებელი ბრენდის გზავნილით - "იცხოვრე შენი ცხოვრებით".

 

m2 ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომით, ქმნის სივრცეებს, რომლებიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი იდენტობა და შთააგონებს ადამიანებს გაბედონ და იყვნენ ავთენტურები, ესწრაფვონ, შექმნან და იცხოვრონ ისეთ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობენ. ფუნდუკთან თანამშრომლობა კი m2-ის ფილოსოფიას ხელშესახებ პროდუქტში გადმოსცემს. 

“ჩვენი კოლაბორაცია წარმოადგენს ორი ბრენდის საინტერესო სინერგიას, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ დონეზეა მიმართული. აღნიშნული კოლექცია ჩვენი მესიჯის - “გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით” უნიკალური გამოხატულებაა. ის ინდივიდუალობის გამოხატვას უჭერს მხარს და თანხვედრაშია იმ ადამიანების გემოვნებასთან, ვინც აფასებს  შემოქმედებითობას, თავისუფლებას და ეკო-მეგობრულ ცხოვრების სტილს.” - აცხადებს m2-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ დიდებაშვილი.

 

"ფუნდუკში ჩვენ ვმუშაობთ ისეთი ნივთების შექმნაზე, რომლებიც ამბავს გვიამბობენ და m2-თან ეს პარტნიორობა სრულად შეესაბამება ჩვენს ფილოსოფიას. ერთად ვქმნით პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ კარგად გამოიყურება, არამედ კომფორტული  ცხოვრების  სტილს გამოხატავს" - მარიკა ჭახრაკია, “ფუნდუკის” დამფუძნებელი.

კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.liveyourownlife.ge, შეძენა კი ფუნდუკის სოც. მედია არხებსა და მაღაზიაში - თბილისი, ატენის ქ. N16ა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა