მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Maersk-ი APM Terminals-ის თანამშრომლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს

news image
mbc image

Maersk-იმ APM Terminals-ის თანამშრომლები გადაამზადა და ამიერიდან დამატებით 8 სერთიფიცირებული თანამშრომელი საკუთარ წვლილს შეიტანს საზღვაო ტვირთების გადაზიდვის ოპერაციებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდაში. როგორც APM Terminals-ში აცხადებენ, შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ადგილზე შემუშავდეს სასწავლო პროგრამა და ერთობლივი ძალებით მოხდეს პორტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.

,,

ჩვენ ვაგრძელებთ ფოკუსირებას #უსაფრთხოებასა და უწყვეტ #გაუმჯობესებაზე #ფოთში.

Maersk-ის ტრენერმა იოჰან ვან ბერკელმა ახლახან დაასრულა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩვენი ოპერაციების გუნდისთვის, რის შედეგადაც 8 სერთიფიცირებული თანამშრომელი შეიტანს წვლილს საზღვაო ტვირთების გადაზიდვის ოპერაციებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდაში.

 

აღნიშნული წარმოადგენს კრიტიკულ პროცესს გემებზე კონტეინერების დასამაგრებლად და ტრანზიტის დროს ავარიებისა და დაზიანების თავიდან ასაცილებლად. დამაგრების ეფექტური სერვისები გულისხმობს გემების შემობრუნების უფრო სწრაფ დროს, რაც იწვევს გემის უმოქმედობის და #მომხმარებლებისთვის ლოდინის დროის შემცირებას, რაც უზრუნველყოფს უფრო დროულ მიწოდებას და გაზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას.

 

შემდეგი ნაბიჯი არის ჩვენი სერტიფიცირებული ტრენერების ჩართვა, რათა შეიმუშაონ ადგილობრივი ენის სასწავლო პროგრამა ფოთში კონტეინერების ლანგვისთვის და ჩაატარონ ტრენინგები და გაიზიარონ გამოცდილება თავიანთ კოლეგებთან APM Terminals-ში".

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა