მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Maersk-მა მეთანოლზე მომუშავე კიდევ 6 გემი შეუკვეთა

news image
mbc image

კომპანია Maersk-მა ​ექვსი საშუალო ზომის საკონტეინერო ხომალდი შეუკვეთა, რომლებიც აღჭურვილია ორმაგი საწვავის ძრავით, რომელსაც შეუძლია იმუშაოს მწვანე მეთანოლზე. ამის შესახებ AP Moller-Maersk-ის (Maersk) პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ექვსი საკონტეინერო გემის მშენებლობის შეკვეთას, თითოეული 9 ათასი TEU ტევადობით, შეასრულებს Yangzijiang Shipbuilding Group. გემების მიწოდება 2026 და 2027 წლებში იგეგმება.

„ამ შეკვეთით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ფლოტის მწვანე ტრანსფორმაციისა და ჩვენი მიზნისკენ, გავხდეთ ნულოვანი ემისიების კომპანია 2040 წლისთვის. როგორც ეს არის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი ყველა სხვა გემის შეკვეთის შემთხვევაში, ამ გემებს შეეძლებათ იმოძრაონ “მწვანე” მეთანოლზე“, – განაცხადა Maersk-ის ინფრასტრუქტურის დირექტორმა რაბაბ ბულოსმა.

2021 წელს Maersk-მა შეუკვეთა მსოფლიოში პირველი მეთანოლზე მომუშავე საკონტეინერო გემი, მხოლოდ ახალი გემების შეკვეთის პრინციპის შესაბამისად, რომლებსაც შეუძლიათ მდგრადი საწვავზე ცურვა. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, ყველა საზღვაო გადამზიდავის გლობალური შეკვეთების პორტფელში მეთანოლზე მომუშავე 100-ზე მეტი გემია.

”ამ ექვსი საკონტეინერო გემისთვის ჩვენ ავირჩიეთ გემის დიზაინი და ზომა, რაც მათ ძალიან მოქნილს ხდის განლაგების თვალსაზრისით. ეს საშუალებას მისცემს ამ გემებს შეასრულონ მრავალი როლი როგორც ჩვენს ამჟამინდელ, ასევე მომავალ ქსელში, რითაც შესთავაზებენ ჩვენს მომხმარებლებს საჭირო მოქნილობას. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ისინი ჩაანაცვლებენ ჩვენს ფლოტში არსებულ სიმძლავრეს“, – აღნიშნა Maersk-ის ინფრასტრუქტურის დირექტორმა რაბაბ ბულოსმა.

ასევე ცნობილია, რომ მიმდინარე ზაფხულში Maersk პირველ მეთანოლზე (2,1 ათასი TEU ტევადობის მკვებავი გემი) მომუშავე გემს მიიღებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა