მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

მაღალი გაყიდვები ქმნის იმ პოზიტიურ განწყობებს, რომელიც კომპანიებს სტიმულს აძლევს, რომ ინვესტიციები განახორციელონ | ლევან ვეფხვაძე

news image
mbc image

მაღალი გაყიდვები ქმნის იმ პოზიტიურ განწყობებს, რომელიც კომპანიებს სტიმულს აძლევს, რომ ინვესტიციები განახორციელონ, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

„ხელისშემშლელ ფაქტორებში თქვენ არ გაამახვილეთ ყურადღება ერთ პუნქტზე. ეს შეეხება მოთხოვნის სიმცირეს. რომ გენახათ თქვენ ეს, მაგალითად, კოვიდის დროს, 20-21-22 წლებში, ეს იყო ნომერი პირველი პრობლემა. მოთხოვნის სიმცირე ნიშნავს იმას, რომ ჩემს მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე, მიწოდებულ ბაზარზე, სერვისზე მოთხოვნა არ არის იმდენად საკმარისი, რომ უზრუნველყოს ის გაყიდვები, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ბიზნესოპერაციების გასაგრძელებლად.

დღეს რასაც ვხედავთ, არის ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზე მოთხოვნის სიმცირე. მოთხოვნის სიმცირის დაბალი მაჩვენებელი რას ნიშნავს? რომ ეს არის მაღალი გაყიდვები და მაღალი გაყიდვები სწორედაც ქმნის იმ პოზიტიურ განწყობებს, რომელიც კომპანიებს სტიმულს აძლევს, რომ მათ ინვესტიციები განახორციელონ.

თვითონ ბიზნესინდექსი რომ ნახოთ თქვენ, რისგან შედგება, პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ამ კვლევას ვუკვეთავთ, ჩვენ თვითონ ამას არ ვახორციელებთ, რომ სუბიექტივიზმი გამოირიცხოს. აქ არის PMCG კვლევითი ჯგუფი, რომელიც ამას ახორციელებს ჩვენი დაკვეთით და, ამ შემთხვევაში, მის ობიექტურობაში არავის, მგონი, ეჭვი არ უნდა შეეპაროს.

ახლა რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიის აი ამ ინდექსის ნაწილს: ინდექსი შედგება ორი მდგენელისგან და ეს არის, გარკვეულწილად, შეწონილი საშუალო ამ ორი მაჩვენებლის. ერთი არის: კომპანიებს ეკითხებიან, რა არის თქვენი არსებული მდგომარეობა, როგორ გრძნობთ თავს ახლა, და მეორე - პერსპექტივაში როგორ უყურებთ შემდეგ 6 თვეს, ერთ წელს და ასე შემდეგ.

რომ ნახოთ, არსებულ მდგომარეობაზე იქ უფრო პლატოა, ანუ წინა 2 კვარტალთან მნიშვნელოვანი ცვლილება არ გვაქვს განსაკუთრებული, მაგრამ მნიშვნელოვნად გაზრდილია ოპტიმიზმი, იმდენად მნიშვნელოვნად, რომ ამან გამოიწვია თვითონ ინდექსის რეკორდული მაჩვენებელი 2019 წლის მერე. ანუ ის, რომ ოპტიმიზმი არის, ეს განსაზღვრავს კომპანიების სურვილს, ინვესტიციები განახორციელოს. ეს განსაზღვრავს კომპანიების წუხილსაც, რომ მათ დეფიციტი აქვთ კვალიფიციური კადრების, იმიტომ, რომ შენ თუ ინვესტიციას ახორციელებ, ეს ნიშნავს, რომ გჭირდება ახალი ადამიანები, რომ გააფართოვო შენი ბიზნესი ან ახალი ბიზნესი წამოიწყო. შესაბამისად, აი, ეს ჯაჭვი არის აგებული იმგვარად, რომ აჩვენებს იმ პერსპექტივას, რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ ოპტიმიზმი კომპანიებს აქვთ და, შესაბამისად, საინვესტიციო აქტიურობაში არის უკვე ეს ყველაფერი გადაზრდილი.
ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, მაკროეკონომიკურმა სტაბილურმა მაჩვენებლებმა განსაზღვრა ბიზნესის სტაბილურობა, ოპტიმიზმი და საინვესტიციო აქტიურობა, თუ ამ აქტიურობამ განსაზღვრა მერე უკვე სტაბილურობა. ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ეს ერთმანეთთან კავშირშია და ოფიციალური სტატისტიკა და ეს განწყობები ერთმანეთთან მნიშვნელოვან თანხვედრაშია. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (64%) არ ელის მომავალ 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას - BAG Index

16.10.2026.10:05

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 2019 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 48.4 ქულა შეადგინა.

BAG ინდექსის თანახმად, 2026 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (64%) არ ელის მომავალ 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას. იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გაუფასურებას ელიან 9%-ია, ხოლო მათი, ვინც გამყარებას მოელის - 27%. აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 15 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან, ხოლო 22 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გამყარების მოლოდინი აქვთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა