მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრებში უცხოური კომპანიების მზარდი წილი მოთხოვნის ზრდაში გადამწყვეტ როლს თამაშობს - Galt & Taggart

news image

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ახალ პუბლიკაციას ,,საოფისე უძრავი ქონება თბილისში”აქვეყნებს, სადაც ბაზრის ტენდენციები, მოლოდინები და სამომავლო პერსპექტივები დეტალურადაა გაანალიზებული. ,,2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც ყველაზე დიდი წილი - 55% - კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის. მათი დიდი ნაწილი ძველ შენობებშია, რაც ბიზნეს ცენტრებს ზრდის და მოიჯარეთა გადმოყვანის პოტენციალს უტოვებს. გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების მიწოდება კი 19%-იანი წილით, 358 ათასი კვ.მ. იყო. თბილისში გამოკვეთილი ცენტრალური ბიზნეს უბანი არ არის, ბიზნეს ცენტრები კი რამდენიმე უბანშია კონცენტრირებული.

2020 წლამდე მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება შეზღუდული იყო, თუმცა 2020-25 წლებში ამ კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება გასამმაგდა. 2026-28 წლებში, დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ბაზარს 100 ათ. კვ.მ დაემატება, ძირითადად მაღალი კლასის მიმართულებით. მოთხოვნას მაღალ კლასში ძირითადად უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით უცხოური ფინანსური და IT სექტორები ქმნის. 2019-25 წლებში IT-ში დასაქმება 120%-ით, ფინანსურ სექტორში კი 29%-ით გაიზარდა. თუმცა 2028-მდე ამ ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ როცა მიწოდება სწრაფად იზრდება.

2019-25 წლებში მოთხოვნა მიწოდებაზე სწრაფად იზრდებოდა, რის შედეგადაც ვაკანტურობა 10%-დან 6.6%-მდე შემცირდა. 2026-28 წლებში სურათი შეიცვლება: მიწოდება მოთხოვნაზე ორჯერ სწრაფად გაიზრდება და მოსალოდნელი ვაკანტურობა 16.8%-მდე მოიმატებს. ვაკანტურობის 10%-მდე დასაბრუნებლად ახალი მიწოდების დაპაუზება 2029-31 წლებში იქნება საჭირო. ქირები ბოლო წლებში სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა სამომავლოდ ვაკანტურობის ზრდის ფონზე მცირე კორექცია შესაძლებელია. მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრები კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე ორჯერ ძვირია, ამიტომ მათი ზრდა უფრო მეტად ახალი უცხოური IT კომპანიების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული. საშუალო კლასის ბიზნეს ცენტრებს კი ფასის, მენეჯმენტის, პარკინგის, უსაფრთხოებისა და საერთო სივრცეების გამო კორპუსებიდან მოიჯარეთა გადმოყვანის რეალური პოტენციალი აქვთ”, - აღნიშნულია ანგარიშში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბოლო წლებში ვხედავთ, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა თითქმის გასამმაგდა - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი

25.05.2026.10:30

პირველ რიგში, საქართველო ბუნებრივად არის კონკურენტუნარიანი, რადგან ჩვენ აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე ვართ, მეორე მხრივ, ქვეყანაში საკმაოდ კარგი ბიზნესგარემო და საბაჟო პროცედურებია, რაც პროცესების აქსელერაციას ახდენს,- ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ადრე საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი იყო, დღეს უკვე ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი საკმაოდ რთულია, თუმცა დღეს პრაქტიკაში ვხედავთ  და ამას ხედავს როგორც ბიზნესი, ისე სახელმწიფო, რომ თუ ადრე საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი და მარშრუტი იყო, დღეს უკვე ყალიბდება ლოგისტიკური ჰაბი. ამ პროცესზე, ბუნებრივია, გლობალური გეოპოლიტიკაც ახდენს გავლენას, ვინაიდან დღეს ბიზნესისთვის მხოლოდ ერთი მარშრუტის იმედად ყოფნა უკვე აღარ არის სანდო. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ცალსახად და მთლიანად შეცვალა რეალობა. დღეს ჩვენ ვხედავთ მძიმე სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, ამავდროულად, საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს ჩრდილოეთის დერეფანსაც და, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ბოლო ჯერ არ უჩანს“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.

Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შორს ვერ წავალთ, საქართველოს სჭირდება ახალი პორტები, რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა, თანამედროვე საბაჟო და A კლასის ლოგისტიკური ცენტრები.

„პირველ რიგში, უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, კერძოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობა. გვჭირდება ახალი პორტები, ახალი საბაჟოები და A კლასის ლოგისტიკური ცენტრები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შორს ვერ წავალთ. რეალობამ, სამწუხაროდ, ისეთი სურათი მოიტანა, რომელსაც ვეღარ შევცვლით, ამიტომ ამ მოცემულობას უნდა ავყვეთ - კარგია თუ ცუდი, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ჩვენი განვითარების გზა უნდა ვიპოვოთ.

ამ სექტორს ეკონომიკაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა და მრავალი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. ბოლო წლებში ვხედავთ, რომ შუა დერეფნით ტვირთბრუნვა თითქმის გასამმაგდა. თუ ადრე ეს ევრაზიის კონტინენტზე ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხოლოდ პოლიტიკური იდეა იყო, დღეს შუა დერეფანი უკვე რეალობაა და ამ რეალობამ ცალსახად გვაჩვენა, რომ ეს პროცესი დროებითი არ არის“, - ამბობს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა