მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

პირველი 6 თვე განვითარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და პოზიციონირების გაძლიერების პერიოდი იყო - „მაგნუს დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი

news image
mbc image

2026 წლის პირველი ნახევარი „მაგნუს დაზღვევისთვის“ განვითარების, ახალი შესაძლებლობებისა და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების გაძლიერების მიმართულებით აქტიური აღმოჩნდა. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა სამოგზაურო დაზღვევასა და საერთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე, მათ შორის „მწვანე ბარათზე“. „მაგნუს დაზღვევის“ განვითარების გეგმებზე და 2026 წლის მოლოდინებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით მაგნუსის საქმიანობის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ექვსი თვე ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ დინამიკური და საინტერესო პერიოდი იყო. ჩვენი მთავარი მიზანი იყო როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებების გაძლიერება და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი და მოქნილი სადაზღვევო სერვისის შეთავაზება.

განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ მიმართულებებს, რომლებზეც ბოლო პერიოდში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია „მწვანე ბარათი“ (Green Card) - ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა საზღვარგარეთ გადაადგილებისას. საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში ავტომობილით გადაადგილება სულ უფრო აქტუალური ხდება, შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტი საკმაოდ მოთხოვნადია.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლე გახდა საქართველოში შემომსვლელი უცხოელი მოქალაქეებისთვის სამოგზაურო დაზღვევის სავალდებულო მოთხოვნის ამოქმედება 2026 წლის იანვრიდან. ამან კიდევ უფრო გაზარდა ყურადღება სამოგზაურო დაზღვევის მიმართულების მიმართ და ჩვენთვისაც საინტერესო ახალი შესაძლებლობა შექმნა.

ზოგადად, ამ ექვს თვეს შევაფასებდი როგორც განვითარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და კომპანიის პოზიციონირების გაძლიერების პერიოდს.

როგორ შეაფასებდით სადაზღვევო ბაზარზე არსებულ ძირითად ტენდენციებს?

სადაზღვევო ბაზარი დღეს უფრო მეტად მომხმარებლის საჭიროებებზეა ორიენტირებული. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლისის ფასი, არამედ პირობების გამჭვირვალობა, სწრაფი მომსახურება და კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტი.

ვხედავთ ინტერესის ზრდას როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. განსაკუთრებით აქტუალურია სამოგზაურო დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა და საერთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებული პროდუქტები, მათ შორის „მწვანე ბარათი“.

მიგვაჩნია, რომ ბაზრის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომხმარებლის სადაზღვევო ცნობიერების ზრდაც.

რა იქნება თქვენი მთავარი მიზანი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, მომხმარებელთა ბაზის ზრდა და კორპორატიული მიმართულების გაძლიერება.

ასევე, ვაპირებთ კომპანიის განვითარებას - მათ შორის გუნდის გაფართოებას და ახალი ფილიალების დამატებას. ჩვენი მიზანია, ზრდასთან ერთად „მაგნუსმა“ შეინარჩუნოს ის ინდივიდუალური და პროფესიონალური მიდგომა, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და თქვენი ხედვით, რა უნდა იყოს წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის, ხომ არ გეგმავთ ახალი პროდუქტების/მიმართულებების განვითარებას?

2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ჩვენთვის წლის მთავარი შედეგი იქნება სტაბილური ზრდა, მომხმარებელთა ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება და ბაზარზე პოზიციების გამყარება.

რაც შეეხება ახალ პროდუქტებს, მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის ცვლილებებსა და მომხმარებელთა საჭიროებებს. შესაბამისად, მომავალშიც ვაპირებთ ისეთი ახალი მიმართულებების განვითარებას, რომლებიც უპასუხებს ბაზრის მოთხოვნებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდზე“, BNI-სთან თანამშრომლობით პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

11.11.2026.13:57

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ პირველ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საერთაშორისო ბიზნესქსელ BNI-სთან თანამშრომლობით გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად პოლონური კომპანიებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორები მონაწილეობდნენ.

ფორუმზე „ამბასადორი აილენდი“ ქართულ გლობალურ ინიციატივად წარადგინეს. მიმდინარე საინვესტიციო სიახლეები მონაწილეებს კუნძულის ინვესტორებმა, Holme Developments-მა (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და Origami Holding-მა (საქართველო) გააცნეს. პრეზენტაციები გამართეს პოლონური კომპანიების წარმომადგენლებმაც. აღნიშნული კომპანიები ავიაციის, ინვესტიციების, მარკეტინგის, საბროკერო საქმიანობის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში ოპერირებენ. მათ შორის იყვნენ LOT Polish Airlines, Polska Grupa Lotnicza, F-Trust iWealth, PWS AluSystem, POiD, GEM Technology, Radmir, 4Results, Manufaktura Dubiński, Götz Group, MOSiR Radom, CI OD Nieruchomości და Trustark Human Solutions.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „ამბასადორი აილენდზე“ ამჟამად 10 საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორი 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს. მათი შეფასებით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს შეუწყობს კუნძულზე საინვესტიციო გარემოს გამჭვირვალობის, სანდოობისა და დაცულობის გაუმჯობესებას.

BNI-სთან თანამშრომლობა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ვარშავაში BNI Poland-ის ქსელს შეუერთდა. BNI მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 355 000-ზე მეტ ბიზნესლიდერს აერთიანებს, პოლონეთში კი მისი ქსელი დაახლოებით 2 500 კომპანიას მოიცავს. თანამშრომლობის მიზანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება, ერთობლივი საწარმოების შექმნა და ბიზნესაქტივობის მხარდაჭერა.

„ჩვენი საერთაშორისო პოზიციონირების სტრატეგია ითვალისწინებს, რომ „ამბასადორი აილენდი” არამხოლოდ საცხოვრებელი და დასასვენებელი სივრცე გახდეს, არამედ ისეთი ადგილი, სადაც რეგულარულად გაიმართება ეკონომიკური ფორუმები და მიიღება გრძელვადიანი ბიზნეს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ამბასადორი აილენდს" ფორუმის ორგანიზებისთვის, რომელიც თავის მხრივ, გამორჩეულ ღონისძიებას წარმოადგენს და ქმნის სივრცეს, რათა გავაერთიანოთ ბიზნესის ძალები და ერთობლივად შევქმნათ ურთიერთგაგების ხიდები. ის რაც აქ ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით ხდება, მართლაც გასაოცარია და გვაძლევს უდიდეს ინსპირაციას, რათა აქ ჩამოვიყვანოთ პოლონელი მეწარმეები, ვუჩვენოთ მათ განვითარების ის შესაძლებლობები, რაც ამ პროექტშია წარმოდგენილი და განვახორციელოთ ინვესტიციები.” - განაცხადა BNI-ს ელჩმა, რობერტ დებიცკიმ.

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ორგანიზატორების განმარტებით, მსგავსი ფორუმები კუნძულზე რეგულარულად გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი ტურიზმის განვითარებას მთელი წლის განმავლობაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა